ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოზარდი გოგოების მიერ, სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებზე წერს.
„16 წლის გოგონები ინსტაგრამზე რა ფოტოებს დებენ, მშობლები სად არიან სძინავთ? და მერე მე მეტყვიან ქალთმოძულე ხარო?
თქვენ გძულთ მომავალი და ფეხებზე გკიდიათ!
მეორე გამოხტება და მაგის მეტი პრობლემა ვერ ნახე ამ ქვეყანაშიო და ახალგაზრდების მომავალზე და ზნეობაზე რაიმე მნიშვნელოვანი არის კიდე რამე?“, - წერს მასტერი.
რეპერის ამ სტატუსს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ არამხოლოდ 16 წლის, 12,13 წლიდან იწყება“
„და იდეაში რა მნიშვნელობა აქვს 16 წლის ბავშვი გადმოაგდებს ინსტაგრამზე მკერდს თუ 26 წლის გოგო...
ძალიან ტეხავს ქართველმა მანდილოსნებმა მანდილის არსი რომ დაკარგეს..“.
„სად არიან და დედები ემიგრაციაში, მამები ჯანდაბაში!!!“ ,- წერენ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თოვლი, ქარი, ნისლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
🎥 „ძალიან კარგია“ - გიორგი გაბუნიას, ჯიმი აბესაძის და ბენდის სახალისო შესრულება