Digest Logo

„18 წელი მწო­ლი­ა­რე დე­დას უვ­ლი­და, მშობ­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ შეძლო მუშაობა“ - რას წერს ირაკლი არაბული ირმა კვარაცხელიაზე

1712767989
ირმა კვარაცხელია

ირმა კვარაცხელია, რომელსაც საზოგადოება სოციალური ქსელიდან იცნობს, ხშირად გახდა კრიტიკის მსხვერპლი. საზოგადოების ნაწილს მისი დაწერილი საბავშვო ლექსები არ მოსწონს, რის გამოც მას შეურაცხმყოფელ კომენტარებს ხშირად უწერენ.

ბლოგერი  ირაკლი არაბული ირმა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ირმა კვარაცხელიას ალბათ ყველა იცნობთ სოციალური ქსელებიდან. არ აქვს პრე­ტენ­ზია, რომ მისი ლექ­სე­ბი იდე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა მა­ინც სწყინს იმ ადა­მი­ა­ნე­ბისგან, რომლებიც თეთ­რი ლექ­სე­ბის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ.

მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა არ ჰქო­ნია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, არ­სად არ უმუ­შა­ვია, 2006 წელს დედა ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­ვარ­და და მას შემ­დეგ მწო­ლი­ა­რე ჰყავდა. 18 წელი მწო­ლი­ა­რე დე­დას უვ­ლი­და.

2002 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამთავრა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ შეძლო მუშაობა.

დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავლობა, მა­გის­ტრა­ტუ­რაც გა­იარა და უცხო ენებიც ისწავლა.

სამწუხაროდ, ადამიანებს უყვართ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩარევა, ერთმანეთის განსჯა, გაკიცხვა.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადამიანური ჩვევაა, რომლითაც ნებით, თუ უნებლიეთ ტკივილს აყენებთ გარშემო მყოფებს“, - წერს ირაკლი არაბული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გაიგეთ, რა ხასიათი და შესაძლებლობა დაგყვათ დაბადების მომენტში

„რა მაგარია, რომ რასაც გინდა იტყვი, დაწერ, იყვირებ და ამის გამო იცი ბიზნესს არავის გადაუფორმებ და ოჯახს არავინ აგიწიოკებს“ - ხატია სიჭინავა

ზაზა ლომთაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა