Digest Logo

„2 კვირაში გაჩვენებთ 10 წლით გაახალგაზრდავებულს, ბარემ ტოლები ვიქნებით...“ - გურამ შეროზიას სიურპრიზი დედას

1682663104
გურამ შეროზია

ბლოგერი - გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დედამისის დაბადების დღეზე გაკეთებული სიურპრიზის შესახებ წერს. 

მან დედას ბოტოქსი გაუკეთა და აღნიშნავს, რომ 2 კვირაში 10 წლით გაახალგაზრდავებული იქნება.

„რა შეიძლება აჩუქო დაბადების დღეზე ქალს იმაზე უკეთესი, ვიდრე უფრო მეტი სილამაზე?
ისედაც ლამაზი ხარ-მეთქი, არაო, აგერ ნაოჭი გამიჩნდაო, ხალხი მცნობს ქუჩაში და რას იფიქრებენო, თვითონ ბოტოქსდება და დედა არ გააახალგაზრდავაო... მეთქი წავედით!

ექიმმა აგვიხსნა ყველაფერი, გვირჩია შუბლის, თვალების, ნიკაპის ნაოჭის გასწორება, ტუჩების მოცულობის აღდგენა და მერე ბიორევიტალიზაციით დატენიანება სახის. 

ორ კვირაში გვექნება სრული შედეგი და გაჩვენებთ კაე ათი წლით გაახალგაზრდავებულ დედას, თავის ასაკზე ისედაც 15 წლით ახალგაზრდას ჰგავს და ბარემ ტოლები ვიქნებით. 

გილოცავ დაბადების დღეს“, - წერს შეროზია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი

🔵ვინ არის გიორგი მახარაშვილი, რომელიც დათო ევგენიძეს ღვიძლს გადაუნერგავს - ცნობილი მომღერლის წარმატებული ცოლი და სიყვარულის ამბავი

🔵„მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვთ, გადააშეარეთ“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს