მუსიკოსი დათო ევგენიძე რამდენიმე დღის წინ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. მას ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება, რომელსაც მისი მეგობარი - მომღერალი გიორგი მახარაშვილი გადაუნერგავს.
👉„ხვალ ეს კეთილი კაცი თავის ღვიძლს უყოფს დათოს“ - ლეკა მიქაძე
გიორგი დათოს დონორია და სწორედ ის უყოფს თავის ღვიძლს დათოს და დღეიდან ღვიძლი ძმებიც გახდებიან.
მათ პროფესიული საქმიანობის გარდა ნათლია მირონობაც აკავშირებთ. დათო ევგენიძე გიორგი მახარაშვილის უსაყვარლესი შვილის - ნიკოლას ნათლიაა.
გიორგის მეუღლე ცნობილი ინფლუენსერი ლეკა მიქაძეა, რომელიც instagram-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
წყვილმა ერთმანეთი ტელეკომპანია „იმედში“ გაიცნო, როდესაც გიორგი გადაცემა „ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობდა, ლეკა კი იქ მუშაობდა.
„ხალხი მეკითხებოდა: რა მოიგე, რა მოიგეო და მერე სტატუსიც დავწერე „ფეისბუქზე”: ყველაზე კარგი პრიზი მოვიგე-მეთქი. იმ პერიოდში მანქანაც გამოვცვალე და ყველას ეგონა, მანქანა შოუში მოვიგე ან ირინამ მიყიდა. არა, მხოლოდ ლეკა მოვიგე იმ პროექტში-მეთქი“, - ამბობდა გიორგი „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
„პირველი, რაც საერთო აღმოგვაჩნდა: ორივეს გვიყვარს ჭამა. ასე, ნელ-ნელა შევყევით. რეპეტიციებზე მასწავლებლები იყვნენ და კიდევ ეს და ერთი გოგო, რომლებიც მირეკავდნენ: ამ დროს მოდი რეპეტიციაზე და ასე შემდეგ. მეორე რომ მირეკავდა, არ მინდოდა, მინდოდა ლეკას დაერეკა. ამიტომ, მე ვურეკავდი: რომელ საათზე გვაქვს რეპეტიცია-მეთქი. ბოლოს ვიარეთ, ვიარეთ და ასე, ეტაპობრივად, განვითარდა ყველაფერი. ლეკა ის ადამიანია, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს“, - ამბობს მომღერალი.
„კი, ლეკა ჩემი პირველი სიყვარულია. სიყვარულმა უკეთესობისკენ შემცვალა, ცხოვრების მიზანი გამიჩნდა, მომავალსა და სამსახურზე დავიწყე ფიქრი. თავის დროზე მე და ლეკამ ერთმანეთი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ. ვერ წარმომიდგენია, ისეთი რა საქმე უნდა მქონდეს, რომ ლეკა თან არ წავიყვანო...“, - ჰყვება გიორგი მახარაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს, რომელიც დედის და მამის მსგავსად უკვე ბევრ ადამიანს უყვარს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი