Digest Logo

„2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ“ - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი თათია კობალაძეზე

1738309907
მაიკო კაჭკაჭიშვილი

მუსიკოსი და კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მომღერალ თათია კობალაძის შესახებ წერს და ამბობს, რომ მან დაახლოებით 2 კვირის წინ სიმსივნე ამოიკვეთა.

მაიკო კაჭკაჭიშვილი თვლის, რომ მომღერალმა საქართველოს სახელით ევროვიზიაზე უნდა მიიღოს მონაწილეობა:

„ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე იმიტომ კი არა რომ ვინმეზე ან უკეთ მღერის ან ნაკლებად, არა დღეს ყველა კარგად მღერის, მაგრამ თათიას აქვს მებრძოლი ხასიათი.

სულ რაღაც 2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ, სადაც დიდი გამოცდილებით სარგებლობს და აქვს კონკურსების იმუნიტეტი!

სიმღერა კი ჩემი დაწერილია მაგრამ რომც არ იყოს მაინც თათია არის სწორი გადაწყვეტილება რომელიც მსოფლიო ქალებს მისცემს იმედს და დაამტკიცებს რომ კიბო განაჩენი არ არის” სიმღერაც ამაზე გვაქვს!!!
და ვფიქრობ რომ ეს სერიოზული ქეისია და იმედი იმ ადამიანების ვინც თათიასავით უშიშარი არ არის და ყველაფერი დასრულებული ჰგონია!

თქვენ რას იტყვით მეგობრებო ?? თათიას აქვს ის ენერგია რომ წარმატება მოგვიტანოს!“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჰაერში გესმით სიყვარულის სურნელი“ - სასიყვარულო ურთიერთობები თებერვლის თვეში ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ღამის კვება, რომელიც არ გაგასუქებთ - როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი პროდუქტები?

მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების რეჟისორი, თენგიზ აბულაძე 101 წლის გახდებოდა