Digest Logo

🎥 „ჰაერში გესმით სიყვარულის სურნელი“ - სასიყვარულო ურთიერთობები თებერვალში ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1738308467
მიხეილ ცაგარელი

„ვენერა (სიყვარულის მმართველი პლანეტა) იმყოფება თევზებში. ეს ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობები არის ძალიან რომანტიკული, ემოციური, მგრძნობიარე, სენტიმენტალური.

4 რიცხვის შემდეგ რადიკალურად იცვლება, იწყება გამოფხიზლება, რადგან ვენერა გადავა ვერძის ზოდიაქოში. ის უფრო რეალისტურია, რის გამოც მოიმატებს ვნება. ადამიანები პირად ურთიერთობაში გახდებიან აქტიურები, ენერგიულები, კომუნიკაცია მათი მოიმატებს. მანდილოსნებს მოუნდებათ დაინახოს ძლიერი, უშიშარი, მებრძოლი მამაკაცი. ტემპი, ენერგია წინა პლანზე წამოიწევს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და მათ სასიყვარულო პროგნოზებს, ასე გამოიყურება:

ვერძი - გეწყებათ ყველაზე სასიყვარულო პერიოდი, შეიძლება ძალიან აქტიური გახდეთ მეუღლესთან და პარტნიორთან, გინდათ ასიამოვნოთ, სადმე წაიყვანოთ. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის. 

კურო - საინტერესო თვე გელოდებათ, განსაკუთრებით 19 რიცხვის შემდეგ, სასიყვარულო ურთიერთობა უფრო რომანტიკულ, მისაღებ ელფერს შეიძენს. თუმცა ხმა არ უნდა ამოიღოთ თუ ვინმე მოგეწონებათ, საიდუმლოდ შეინახეთ. ან თუ დიდი ხანია ურთიერთობა გაქვთ და ქორწინება გინდათ, არ გაასაჯაროოთ.

ტყუპები - შარმიანი, კომუნიკაბელური ხართ. პირად ურთიერთობებში იქცევით არასტანდარტულად, რაც კიდევ უფრო მეტად გახდება მიმზიდველი. სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება ინტერნეტით გაიცნოთ.

კირჩხიბი - არ არის გამორიცხული სამსახურებრივი რომანის წინაშე დადგეთ, სხვა კუთხით დაინახავთ ყველაფერს. უფრო წარმატებული და ეფექტური გახდება ურთიერთობები 19 რიცხვის შემდეგ. დაფიქრდით, ღირს თუ არა პარტნიორობა იმ ადამიანთან.

ლომი - ალბათობაა უცხოეთში გაგიჩნდეთ სასიყვარულო პარტნიორი, გაჩნდება ვნება. ან თუ საქართველოში ცხოვრობთ შეიძლება სამოგზაუროდ წახვიდეთ ერთად.

ქალწული - უნდა გაასაიდუმლოოთ ურთიერთობები. მაღალია ალბათობა ინტიმური კონტაქტებისთვის, ამიტომ ფრთხილად იყავით! არავითარი ტყუილი თუ გსურთ ურთიერთობა იყოს სტაბილური.

სასწორი - კარგი პერიოდი გაქვს სასიყვარულო ურთიერთობაში. ჰაერში გესმით სიყვარულის სურნელი, ეს კი ლამაზ კომფორტულ პირობებში უნდა წარიმართოს.

მორიელი - მაღალია ალბათობა სამსახურში, კოლეგებთან სასიყვარულო ურთიერთობის. თუ კაცი ხართ მოითხოვთ ქალი იყოს კარგი დიასახლისი.

მშვილდოსანი - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ, რომანტიკული თავგადასავლების, ძველი ურთიერთობების მაღალ დონეზე გადაყვანის. იქნებით ყურადღებიანები და არ გამოგრჩებათ არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი.

თხის რქა - არ არის გამორიცხული ნათესაური კავშირით ვიღაც გაიცნოთ, დაბადების დღეზე მაგალითად. დაეყრდენით ინტუიციას და მიხვდებით რომელი პარტნიორი იქნება თქვენთვის უკეთესი. 

მერწყული - თქვენი დროა, არ დაკარგოთ თებერვალი. ყველა ვარიანტიდან შეიძლება გამოჩნდეს თქვენი პარტნიორი, ინტერნეტი, მგზავრობა-მოგზაურობის დროს მაგალითად. 

თევზები - სასიყვარულო ურთიერთობა გაიფურჩქნება თვის მეორე ნახევარში. ნუ გააფუჭებთ იმ ურთიერთობებს რაც უკვე დიდი ხანია გაქვთ, ნუ იქნებით კაპასები და შარიანები. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ღამის კვება, რომელიც არ გაგასუქებთ - როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი პროდუქტები?

მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების რეჟისორი, თენგიზ აბულაძე 101 წლის გახდებოდა

🎥 „ინსპირაციას უცხო ადამიანებისგან ვიღებ, მათთან კომუნიკაციით“ - გაიცანით ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც კოლაჟის ტექნიკას იყენებს