Digest Logo

„2 წლის წინ ამ დროს, სახლში ვიჯექით და სიკვდილი წიხლით გვიმტვრევდა კარს, ახლა გარეთ ვართ და „კატოკით“ გვამიწებს“ - რას წერს თამუნა თანდაშვილი

1691395013
თამუნა თანდაშვილი

რაჭაში, კურორტ შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი.

ბოლო მონაცემებით, ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ყველაფრის დაწერა მეუხერხულება. იმდენი სიკვდილი ჩასაფრდა და გულში გამოგვდო კაუჭი.

2 წლის წინ ამ დროს, სახლში ვიჯექით და სიკვდილი წიხლით გვიმტვრევდა კარს, ახლა გარეთ ვართ და „კატოკით“ გვამიწებს, ოღონდ მაშინაც და ახლაც არ გვეზარება სისულელეები და ერთმანეთის დაჭმა!

მე მახსოვს როგორ მლანძღავდნენ ჩაკვდიო, მაგრამ ისიც მახსოვს როგორ მგულშემატკივრობდნენ, დღემდე ქუჩაში უცნობი ადამიანები მესიყვარულებიან.

სიცოცხლის სიყვარული არ უნდა დაცოტავდეს და არ უნდა გადახურდავდეს, ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ახლობელს, ნათესავს, მეგობარს“, - წერს თამუნა თანდაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის შვილის ქორწილია. თქვე უტიფრებო და უნამუსოებო, ჭიქას ჭიქაზე ურტყამთ, 16 ადამიანია მიწის ქვეშ მომწყვდეული“ - მანუჩარ რიჟვაძე

„ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ, მშვიდად განისვენე მეგობარო“ - ოთო ნემსაძე შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ გიორგის ემშვიდობება

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება