სოციალური ქსელის მომხმარებელი მანუჩარ რიჟვაძე სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა შვილს ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე ქორწილი გადაუხადა.
„ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის შვილს ჰქონდა ქორწილია „მეგრულ-ლაზურში“.
რა გექორწილებათ, თქვე უტიფრებო და უნამუსოებო, 16 ადამიანია მიწის ქვეშ მომწყვდეული და ჩვენი ჯარი და პოლიცია მათ პოვნას ცდილობს. თქვენ კი გასულები ხართ და ჭიქას ჭიქაზე ურტყამთ. მერე იტყვით, რომ ქართველები ხართ?
შეგრცხვეთ, თქვენ ხართ უნამუსოები, არ გიყვართ ქვეყანა და სამშობლო, რადგან არ გაგაჩნიათ ადამიანობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა არ ენაღვლებათ“, - ამბობს მანუჩარ რიჟვაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: