Digest Logo

„20 კილოგრამზე მეტი მოვიკელი, ახლა ყველა მეუბნება, რომ ძალიან გამხდარი ვარ...“ - როგორ დაიკლო დათო ფორჩხიძემ ზედმეტი კილოგრამები

18 ივნისი 10:17
დათო ფორჩხიძე

მომღერალ დათო ფორჩხიძის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში დიდი გამოწვევების დროა. მან ჯერ სიგარეტის მოწევაზე თქვა უარი, შემდეგ კი ზედმეტ 20 კილოგრამს დაემშვიდობა - ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

„სიგარეტის მოწევას დავანებე თავი და წონაში მატება ამის შემდეგ დავიწყე, მაგრამ სიგარეტს რომ დაანებებ თავს და მერე მომატებულ კილოგრამებსაც დაიკლებ, ეს ორმაგი გამოწვევაა, რომელსაც გავუმკლავდი. ვიზუალურადაც აღარ მომწონდა ჩემი თავი. არასდროს ვყოფილვარ დიდწონიანი, მაგრამ 20 კილოგრამზე მეტი მოვიკელი. ახლა ყველა მეუბნება, რომ ძალიან გამხდარი ვარ. 95 კილოგრამიდან დავიწყე და 73-ზე ჩამოვედი. ეს მხოლოდ და მხოლოდ კვების დოზის შემცირებით და ვარჯიშით გავაკეთე, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ტაბლეტებისა და ქირურგიული ჩარევების გარეშე.

ინფორმაციას ინტერნეტში ვიძიებდი, კარგად ვამოწმებდი და მერე ვმოქმედებდი. სწრაფი ნახშირწყლები შევამცირე პირველ ეტაპზე – ტკბილი, ცომი, გაზიანი სასმელები შევამცირე და ნელ ნახშირწყლებზე გადავედი. მერე ინტერვალურ კვებაზე გადავედი, თვე-ნახევრის განმავლობაში 24 საათში ერთხელ ვჭამდი. ძალიან მძიმეა. ღამე ვერ იძინებ, შიმშილისგან სტრესი გაქვს, მაგრამ ასატანია. ახლა ჩემი ორგანიზმი ბევრ საჭმელს არ მთხოვს, მაგრამ ტკბილეული მენატრება. როგორც კი ცოტას შევჭამ, იგივე რეჟიმში მაბრუნებს, მეტი და მეტი მინდა, ამიტომ ისევ ნებისყოფაზე ვიმუშავე. ძალიან მცირე ულუფას ავიღებდი, შოკოლადი იქნებოდა, ნამცხვარი თუ სხვა რამ, ერთი ლუკმით გემოს შევიგრძნობდი და ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ რამდენიც არ უნდა მეჭამა, ვერ დავკმაყოფილდებოდი და ამიტომ ერთი ლუკმაც საკმარისი იყო.

ბევრს ჰგონია, რომ ჯანსაღი საკვები უგემურია. არადა რეალურად, ორგანიზმი იმდენად არის შეჩვეული მძაფრ გემოებს, რომ ნამდვილსა და ჯანსაღს პირველი პერიოდი ვეღარ შეიგრძნობს, მაგრამ მერე და მერე ძალიან გეგემრიელება მწვანილი, უბრალო ხორცი და რაც მთავარია, წყლის დალევა ხდება ძალიან სასიამოვნო. ჩემს მდგომარეობაში ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ რამე პრობლემა რომ შემემჩნია ან დიდ წონასთან მქონოდა საქმე, ამ პროცესში აუცილებლად ჩავრთავდი სპეციალისტს. წონაში კლება რისკის ფასად არ ღირს.

მანამდე წონის გამო მქონდა პრობლემები, მაგალითად, ხერხემალი მაწუხებდა. ჩემი საქმიდან გამომდინარე საათობით ვზივარ კომპიუტერთან და რომ წამოვდგებოდი, მაწუხებდა და ვხვდებოდი, რომ ასაკში ჩემი წონის გამო კიდევ უფრო შემაწუხებდა. ახლა შემიძლია 3-4 კილომეტრი ძუნძულით გავიარო, მაშინ, როცა იმ წონით 100 მეტრს ვერ გავივლიდი. ახლა ყოველდღე რომ არ ვივარჯიშო, გამორიცხულია. ჩავიციკლე ამაზე და ძალიან მსიამოვნებს“, - ამბობს დათო ფორჩხიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სანამ ქვეყანაში მოსალოდნელი ქარიშხლის წინ სასეირნოდ წახვალთ, მუდამ დაზარალდებით...“ - რას წერს კობა ფარტენაძე

⭕„ბედნიერები, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მამიკო! ძალიან მიყვარხარ!“ - გია ბაღაშვილის უფროსი გოგო იუბილარია

⭕„მადლობა...“ - მერაბ დვალიშვილმა საქართველო დატოვა

წყარო: tbiliselebi.ge