მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების კიდევ ერთ მიღწევაზე წერს. ამბობს, რომ პიპილეთელ მოსწავლეებს ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ.
„2000 სოფელი მოვიარეთ. 2000. წიგნები, კომპიუტერები, ლექციები. პიპილეთი საიუბილეო აღმოჩნდა. ეს საქმე ჯერ ეკვილიბრიუმით დავიწყეთ და ახლა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება აგრძელებს.
სპეციალური მადლობა ჩვენს ელჩს, ნანა აროშიძეს, რომლის ძალისხმევითაც პიპილეთელ მოსწავლეებს ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ.
საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემთვის ჩემპიონი ხარ“ - ცოტნე ივანიშვილი ილია სულამანიძეს მიმართავს