Digest Logo

🎥 „2012 წლის მერე გაიცინა დედაჩემმა, მანამდე იყო ბევრი ტირილი...მე იქ ვდგავარ სადაც ჩემი გადამრჩენელი“ - ლაშა ბასლანძე ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე

1724600614
ლაშა ბასლანძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

ბასლანძის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომ თავისუფალია. ლაშა ბასლანძე ჰყვება როგორ დაეხმარა ბერა ივანიშვილი მას ციხიდან გამოსვლაში და ამბობს, რომ სანამ პირში სული უდგას მართალი ადამიანების გვერდზე იქნება.

„ეს ადამიანი და ეს ოჯახია გარანტი ამ ქვეყნის წარმატების და სიმშვიდის! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირადად მე, რომ დღეს აქ ვდგავარ ამ ოჯახის დამსახურებაა და ერთს ვიტყვი მაგალითად და მგონია რომ კმარა ყველაფრისთვის.

2012 წლის მერე გაიცინა დედაჩემმა… მანამდე იყო ბევრი ტირილი სასამართლოებზე და ყოველ ღამე ლოცვა, რომ დილამდე ცოცხალი ენახა თავისი შვილი… მადლობა ამ ოჯახს! მადლობა ბერას! რომელმაც განადგურებული ადამიანი რომელსაც ეგონა, რომ ცხოვრება უკვე დამთავრდა… გამომიყვანა ციხიდან და დამსვა GDS-ში და სანამ პირში სული მიდგას მე იქ ვდგავარ სადაც ჩემი გადამრჩენელი, სწორი და მართალი ადამიანები ჩათვლიან საჭიროდ!“, - წერს ლაშა ბასლანძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„2008 წლის აგვისტოს ომი დარჩება ყველაზე მძიმე დანაშაულად რომლის პატიება არ შეიძლება - არათუ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ აღარასოდეს, არამედ სამუდამოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა მოღალატე პოლიტიკურ ორგანიზაციას“ - ირაკლი ღარიბაშვილი ენმ-ზე

⭕კახა კალაძე: დღეს განვითარება, კეთილდღეობა და წინსვლა გვჭირდება, მშვიდობის გარეშე კი რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია

⭕„რას ვიფიქრებდი, ოდესმე ამის დაწერა თუ მომიწევდა...“ - ცნობილია როდის დაკრძალავენ „პირველი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი კობერიძეს