„თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 - 15%-ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის“, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.
ეკონომისტის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 - 15 % ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის.
მიზეზები მიწის ფასი გაძვირდა საშუალოდ 20% - ით. დაქირავებით დასაქმებულთა ანაზღაურება გაძვირდა საშუალოდ 30% - ით.
სამშენებლო ინვენტარი და მასალები გაძვირდა საშუალოდ 20% - ით.
სახანძრო უსაფრთხოების 2024 წლის დადგენილებით სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი გაძვირდა საშუალოდ 20% - ით.
ეროვნული ბანკის რეგულაციებით ბიზნესს საკრედიტო ხაზი გაუძვირდა რამაც სარეალიზაციო ფასი გაზარდა საშუალოდ 10% - ით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით თბილისში 1 კვ მეტრი უძრავი ქონების ფასი (თეთრი კარკასი) შეადგენს 1000-1200 USD.
2025 წლისათვის თბილისში 1 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი იმერყევებს 1100-1400 USD ფარგლებში“ - წერს ეკონომისტი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნინი გოგიჩაიშვილმა ბებია და ბაბუა დუბაიში დასასვენებლად წაიყვანა
⭕ ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა - რა მოხდა მომღერლებს შორის?