ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენლის ნინო ჩხეიძისა და მისი მეუღლის, გიორგი კორახაშვილის ერთადერთი ქალიშვილი მარიამ კორახაშვილი 22 წლის გახდა.
მარიამს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ბებია, ქეთი კოჭიაშვილი ულოცავს და არქივიდან საინტერესო ფოტოებს აქვეყნებს.
ბებია შვილიშვილს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას უსურვებს:
„დღეს ჩემი სიცოცხლე 22 წლის გახდა.
ამ ფოტოებში შევეცადე ჩამეტია 22 წლის ისტორია.
გილოცავ ჩემო სიხარულო, სულ ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული გოგო იყავი, შენს ჯერემისთან, შენს მშობლებთან და ყველა კეთილის მსურველთან ერთად.
ძალიან მიყვარხარ“, - წერს ქეთი კოჩიაშვილი.
ცნობისთვის, მარიამ კორახაშვილი 2025 წელს, 21 წლის ასაკში კანადელ რჩეულზე დაინიშნა.
„ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა რომ ქართველი სიძე მყოლოდა. მინდოდა რომ ჩემ სიძეს ჩემით ეამაყა. პროტესტი მქონდა. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი. შენიშვნას ვერ გაბედავ.
თქმა ვერ გავბედე, მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ იყო ჩემი სიძე კანადელი. ძალიან მეგობრულად გამოვხატე. არ მეწყინა, მაგრამ მეგობრულად ვკითხე. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და იმ ბიჭშიც, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი, მივხვდი, რომ არ შემცდარა ჩემი შვილი. საქსოფონზე უკრავს, გიტარაზე, მართლა კარგი ბიჭია“, - ამბობდა ნინო ჩხეიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა დაგეხმარებათ და რას უნდა მოერიდოთ 4 მაისს - ეზოტერიკოსის რეკომენდაციები