ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრობს. მისი თქმით, მაისი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალიან კარგი თვეა.
იგი 5 მაისს ფინანსების მოსაზიდად მარტივ რიტუალს გვიზიარებს:
„ამ კვირის განმავლობაში ერთი პოზიტიური ამბავი გვაქვს. გუშინ, 3 მაისს გონების მმართველმა პლანეტამ (მერკური) კუროში გადაინაცვლა, შესაბამისად დასტაბილურება მოხდება.
ხვალ, 5 მაისს გვაქვს მნიშვნელოვანი დღე, რასაც ავატარის დღეებს ეძახიან, კუროს შუა წერტილი, ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა. ფინანსებისთვის ეს პერიოდი ძალიან მოგებიანია, ამიტომ ამ მიმართულებით ყველა ასპექტში იმუშავეთ. ხვალ რიტუალების ჩატარება იქნება იდეალური.
კურო არის მიწის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენს აზრებს ფორმას აძლევს, აქცევს მატერიად.
შეგიძლიათ მარტივი რიტუალი ჩაატაროთ ხვალ, 5 მაისს:
ავიღოთ ნებისმიერი მცენარე, ოღონდ უნდა იყოს მზარდი, ასევე მონეტა, ხურდა ფული და ქოთნის მიწაში მოვათავსოთ. ყვავილი მზარდია და იმასთან ერთად ჩვენი ფინანსური მდგომარეობაც გაიზრდება. სიმბოლურად ძალიან კარგი რიტუალია, რაც ფსიქოლოგიურად მოქმედებს“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ: