Digest Logo

„24 საათი გავიდა უკვე „შაქრის ომიდან“ - არ მომატყუოთ, გთხოვთ, მხოლოდ ის მომიყევით, რაც თქვენი თვალით ნახეთ“ - თამო კეშელავა

1646978450
თამო კეშელავა

ჟურნალისტი თამო კეშელავა იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებმაც საკუთარი თვალით დაინახეს, რომ მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით შაქარი მოიმარაგეს. კეშელავა ითხოვს მტკიცებულებას, ფოტოს ან ვიდეო კადრებს, რომელიც ასახავს რეალობას. 

„ხალხო, 24 საათი გავიდა უკვე „შაქრის ომიდან“ და ვინმემ სადმე ნახეთ ან ვიდეო, ან ფოტომასალა, როგორ მიაქვს ხალხს ტომრობით შაქარი?

მე ვეძებ და ვერ ვნახე, ყველას ვეკითხები, რიგები, შავი პარასკევის დროს რომ იყო, ან პანდემიისას რაღაც პერიოდში, მსგავსი რიგები სადმე დაგხვდათ?

მე ცარიელი თაროს ფოტოების და ხალხის ლანძღვის გარდა არაფერი მინახავს და თქვენ?

არ მომატყუოთ, გთხოვთ, მხოლოდ ის მომიყევით, რაც თქვენი თვალით ნახეთ და არა სხვისი მოყოლილი. სასურველია მტკიცებულება - ფოტო, ვიდეო.

ის რომ ვიღაცას 1 კილო შაქრის ყიდვა აღარ შეეძლო, რადგან აღარ იყო მაღაზიაში, ეგ ვიცი, მაგრამ რატომ არ იყო, გაიყიდა, თუ არ შეუტანიათ?

რამდენი ტონა შაქარი გაიყიდა და საწყობებიდან რატომ არ გამოიტანეს მარაგი - სახელმწიფომ ამაზე რამე თქვა?“ - წერს თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵მარიამ გეგუჩაძეზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა

🔵„ღიპიანმა ქალებმა არ ჭამოთო, უფრო მეტიც, ხაზი გადაგვისვა... რას ჰგავს ეს საქციელი? ეს არაა მარკეტინგი“ - რამ გააღიზიანა სოციალური ქსელის მომხმარებლები

🔵VIDEO: „ამ ექიმმა ამშობიარა ახალგაზრდა ქალი უკრაინიდან პოლონეთის საზღვარზე“ - რა კადრებს ავრცელებს ნათია ჭკუასელი