Digest Logo

„26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს პოლიციის მისამართით ცეცხლანთებული ბოთლები, ასაფეთქებლები, ჩაქუჩები და ბეტონის ნატეხები არასოდეს უსვრიათ! - ჭკუიდან გადასულმა ოპოზიციის აქტივმა რაც იკადრა რუსთაველზე, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი“ - ირინკა ბათიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

1732951413
ირინა ბათიაშვილი

სამართალმცოდნე ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:

„სამარცხვინო იყო ამ მინი ტროცკისტებმა, აგრესიულმა და ჭკუიდან გადასულმა ოპოზიციის მცირერიცხოვანმა აქტივმა, რაც იკადრეს ღამით რუსთაველის გამზირზე! კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი!

როგორ ბედავთ აქ ზოგიერთები რომ ამ ძალადობრივი აქციის დაშლას 26 მაისის და 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის ნაცების მიერ სისხლიან დარბევას ადარებთ?

ერთ კადრს ვერ ნახავთ 26 მაისის და 7 ნოემბრის სადაც აქციის მშვიდობიანმა მონაწილეებმა პოლიციელები დააზიანეს ან დაასისხლიანეს!

26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს პოლიციის მისამართით ცეცხლანთებული ბოთლები, ასაფეთქებლები, ჩაქუჩები და ბეტონის ნატეხები არასოდეს უსვრიათ! 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაწვა არ უცდიათ!

26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები შიშველი ხელებით, თეთრი სამაგრებით, მშვიდობიანად, აგრესიის გარეშე იდგნენ აქციაზე და მიშა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს აპროტესტებდნენ!

ეს ასაფეთქებლები და ფეიერვერკები იმდენად საშიშია (ექიმებიც საუბრობენ, რომ ხშირად
იწვევს დამწვრობას), რომ ექიმები ხალხს მოუწოდებენ დღესასწაულებზეც კი არ გამოიყენონ და ეს არაადამიანები პოლიციელებს უშვერდნენ და ესროდნენ.

ვინც ამას კვერს უკრავთ, ღმერთის გეშინოდეთ!“, - წერს ირინა ბათიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს...“ - სან დიეგოს უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ზოდიაქოს 5 ნიშანი 2025 წელს სამყაროსგან წარმოუდგენელ საჩუქარს მიიღებს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი