სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა - ამ თარიღთან დაკავშირებით, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუკის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„27 სექტემბერს დაასრულეს რუსებმა აფხაზეთში გენოციდი, ქართველებისგან ტერიტორიის გაწმენდა. ამ დღეს დახვრიტეს მამია ალასანია, ჟიული შარტავა (ყველა სახელი უნდა იყოს აქ ჩამოთვლილი, ვინც ერთად მოკლეს და ერთად დამარხეს, მაგრამ არ გავაგრძელებ), ასევე დახვრიტეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე და ტყვე. ამ დღეს, ვინც უკრაინელების ვერტმფრენებზე და გემებზე ვერ დაეტია, მიუხედავად იმისა, რომ შეუსვენებლად, ასობით რეისს აკეთებდნენ ხალხის გადასარჩენად (მამაჩემიც მათ გამოიყვანეს გემით, მადლობა მათ. მამამ კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა და მყავდა გვერდით), ჭუბერის გზაზე დაიძრნენ დევნილები და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა გზაში, სიცივით, შიმშილით, განსაკუთრებით ბევრი მოხუცი, ქალი, ბავშვი.
გავიდა 29 წელი. საქართველოს რუსეთის მხარეს კარი არ ეხურება, ოკუპირებულ ქვეყანაში უვიზო რეჟიმი გვაქვს. ხაჭაპურზე რიგია. მალე იმდენი იქნებიან, პირდაპირ შევლენ სახლებში. აღარც ქირაზე, ან ყიდვაზე შეიწუხებენ თავს. მთავრობა დუმს. ხალხი „გემრიელად მიირთვის“ რუსულად უაქცენტოდ გამოთქმაში მეცადინეობს.
უკრაინა მესამე თავს კვეთს გველეშაპს. დილა მშვიდობისა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ
🎥 თეა დარჩიას შვილმა ცოლი მოიყვანა - ულამაზესი კადრები ქორწილიდან