Digest Logo

🎥 „5 თვეა კამერის წინ არ მისაუბრია და მგონია, რომ დამავიწყდა, მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება“ - თამუნა მდივანი სოცქსელს დაუბრუნდა

1759211359
თამუნა მდივანი

დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ამჯერად თამუნა მდივანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ემოციურად საუბრობს:

„5 თვეა კამერის წინ არ მისაუბრია და მგონია, რომ დამავიწყდა. როგორც ვისაუბრებ, ისე ვისაუბრებ. 

პირველი პერიოდი გავიარე, შოკის პერიოდი ჰქვია, ფსიქოლოგები ასე უწოდებენ. ალბათ ეს პერიოდი ისევ ჩვენი ფსიქიკისთვის არის უფლისგან, რომ არ გადავიდეთ ჭკუიდან. ჩვენ უფალი არასდროს გვტოვებს, ეს არ დაგავიწყდეთ!

მერე მოდის პერიოდი, როცა აცნობიერებ რა დაგემართა. ეს არის განუზომელი ტკივილი. მე პირადად ჩემი რწმენა ძალიან მეხმარება, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი უფალთან არის და ცოცხალია. ყველაზე საუკეთესო დედიკო, ღვთისმშობელი ჰყავს და ამის მჯერა. 

რადგან ეს ასეა, ჩვენ სასოწარკვეთაში ჩავარდნის უფლება არ გვაქვს, ჯერ ერთი იესო გვყავს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება“, - ამბობს თამუნა მდივანი.

@tamunamdivani7 Replying to @ხევსური ♬ original sound - თამუნა მდივანი

 ასევე დაგაინტერესებთ:

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

🎥 „რა ვქნა, არ შემიძლია ამ თარიღებს რომ გვერდი ავუარო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ცისკარიშვილი

⭕ „ფაქტობრივად შეუძლებელი შეძელი...“ - თამო ვაშალომიძე ნაომი კემპბელთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს