ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ხალხი მას კიდევ უფრო აძლიერებს :
🎥 „მაპატიე ხათუ, თუ გინდა მომკალი, მინდა ყველამ იცოდეს ...“- რა ვიდეო გამოუქვეყნეს ხათუნა ხოფერიას
„საშინელი ბულინგის“ ქვეშ ვარ… განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „თავს მივეცი უფლება“ და ივანიშვილს ღიად დავუჭირე მხარი...
რა ვიცი, რა ვიცი… ღვინო დაწურაო და ბიძინას უგზავნისო… დაბადების დღე როგორ მიულოცა ამ „ბებერმა ბოზმაო“… და რა ვიცი, რამდენი ასეთი „სიტყვაკაზმული“ პოსტი თუ კომენტარი მომიძღვნეს…
ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არ მაღელვებს და მეტიც, კარგად მაქვა დაცდილი..)))))…
მაინც განვმარტავ, ღვინო არასოდეს დამიწურავს და არც არავისთვის შემითავაზებია. თქვენ, ჩემმა მეგობრებმა ეს კარგად იცით და საინტერესოა, საიდან მოიტანეს ეს აბსურდი და სისულელე?… ასეთია ნეტავი მათ მიერ გავრცელებული ყველა „ჭეშმარიტება“?…
ჰოო, რაც შეეხება „ბებერ ბოზს„. პირველად, როცა ასე შემამკეს, 40 წლის ვიყავი და მაგრად გავბრაზდი… ბებერზე…))))) ახლა, 60 წლის ვარ და რაღა დროის ჩემი ბოზობაათქო ვფიქრობ...მოკლედ, ჩამოყალიბდნენ რააა…)))). სულ ეს არის ჩემი პოზიცია ამ ორგანიზებული ბულინგის მიმართ!
ასე რომ, ცოტა უფრო დაკვირვებით და ცოტა უფრო ახლოს სიმართლესთან, ჩემო საცოდავო, შეუმდგარო, ჩაბოღმილო და ყველაფრისმკადრებელო „ოპინენტებო“!
P.S.
ჩემო მეგობრებო, ჩემო კარგებო, გულიანებო, მაგრებო! მადლობა თქვენ, ყოველი სიტყვისთვის, ყოველი ემოციისთვის, რომელსაც არ იშურებთ სხვა და სხვა პლატფირმაზე ჩემ დასაცავად!
გენაცვალეთ მე თქვენ!
ერთად ყველაფერს და ყველას მოვერევით! მთავარია, ახლა გადავრჩეთ ამ სამშობლოს მოღალატეების შემოსევისგა და გადავარჩინოთ ის, რაც სიცოცხლეზე მეტია- ჩვენი საქართველო!
მიყვარხართ, მეიმედებით, მეამაყებით!“, - წერს ხოფერია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2023 წლის 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - ყველაფერი რაც ამ დღეს უნდა გააკეთოთ
🔵„ავარიისას გადარჩენილი ბავშვი გარდაცვლილით შეცვალეს“ - კიდევ ერთი შოკის მომგვრელი ამბავი
🔵დღეს მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს - ცაგარელის რჩევა