ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ემოციურ კადრებს ხშირად გვიზიარებს სოცქსელში.
18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.
მაია ამჯერად ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ უკვე 7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს სვამს.
„7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის, სიცოცხლის, ბავშვების, ზღაპრულობის დღესასწაულია. ჩემს სიკვდილში ყოფნასთან თანხვედრაში რომ არ მოდის. არც ნაძვის ხე, არც გოზინაყი და სუფრა...
წელს ძალებს ვეძებ რომ შევძლო, მინდა გამომივიდეს, მე ბუბუ და დუდი რუსთაველზე მივდივართ!ბევრი ნუცა იდგება იქ, სიცოცხლის ძალას მომცემენ!“, - წერს მაია ასათიანი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: