ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს და სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქონების შესახებ წერს.
„8 სახლის კომუნალურებს და 4 მანქანის საწვავს ეხუმრებით?!
ტანჯულა!
ჩემ თავად ვისაც შეშურდეს, იმას ჩაუჭრან „ლევი“ დენი!
აი, მეხი დაგეცეს, მეხი, - 30 წელი ჟურნალისტიკას დააკალი თავი და ახლაც ბინის ქირას იხდი!
თუმცა, რაღა დაგეცეს, - დაგცემია და ეგ არის!
ერთი ქერის ორმო თუ არა, პატარა საყასბო როგორ ვერ ნახე სადმე?!
ყურადღებას ნუ მომაქცევთ, - ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ველაპარაკები; უკეთესი მოსაუბრე ვერ ვნახე და...“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მარტოობა 41 წლის ასაკში, მდიდრული სახლი და კარიერა - ნინო გაჩეჩილაძის პირადი
რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია
სექსუალური შევიწროება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს