ილონ მასკმა პირველი რობოტი დააანონსა, რომელიც შექმნეს სპეციალურად ხელოვნური ინტელექტით, პიროვნულობითა და ქალის მახასიათებლებით, რომელიც არცერთ ნორმალურ ადამიანში არ მოიძებნება, რადგან რა თქმა უნდა, არ არსებობს ნორმალური ადამიანი, რომელსაც ყველა მოთხოვნილი სპეციფიკაცია გააჩნია.
კატნილა მუშაობს მზის ენერგიით დატენვის გარეშე, ის აღჭურვილია სენსორული საშუალებებით, რომლებიც მას სევდიანად და ბედნიერად აგრძნობინებს თავს და მას აქვს დაბალანსებული და ინტერაქტიული აზროვნება, ასე რომ მას შეუძლია გაუზიაროს კრიზისში ყოფნისას გრძნობები, რომლებსაც განიცდის ან სჭირდება. ის ყველა ფსიქოლოგიურ სტრესს ავლენს. ამ ფაქტს ქართველი მეცო სოპრანო თამარ ივერი გამოეხმაურა და მამაკაცებს ასე მიმართა:
„აბა მამაკაცებო, რაღად გინდათ ცოლი, მისი ტვინის ჭამა, მისგან სალონის, ბოტოქს/ფილერების შმოტკების, რესტორნების ფულების თხოვა, ერთი მზეზე დადეთ რომ დაიტენოს და ეგაა. ნაოჭებიც აღარ ექნება და წონაშიც არ მოიმატებს. როგორც ფილმში ამბობენ „უარს არაფერზე გეტყვის“ ესაა რომ ჩემო სიცოცხლეს და გენაცვალეს ვერ გეტყვის“, - წერს თამარ ივერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი და აკონტროლეთ ემოცია, რადგან სუსტდება აურა“ - ცაგარელი
🔵„მადონა ბავშვით! ეს ჯერ კიდევ როდის გადაკეთდა!“ - ჩერგოლეიშვილი 17 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს