Digest Logo

„აბა მშვიდობით უნიათო, უჯიგრო და უღირსო მეგობრებო!“ - რას წერს მიხეილ რამიშვილი

1678964652
მიხეილ რამიშვილი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში ფეისბუკ მომხმარებლებს მიმართავს და წერს, რომ ყველა იმ მეგობარს შლის, რომელიც 7-8 მარტს გამართულ აქციებზე მდგარ ახალგაზრდებს ლანძღავს, აგინებს და აბრალებს აგენტობას.

„მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. ვიცი დიდად არც გეწყინებათ, მაგრამ როგორც ფეისბუკზე ასევე ცხოვრებაშიც ყველა იმ მეგობარს ვემშვიდობები და ვშლი, რომელიც ცხოვრობს, როგორც ფიგარო, "ванка-станка" რომელიც მისტირის СССР-ეს, რომელიც 8-9 მარტის აქციებზე, მყოფ მართლა პატრიოტ და სამშობლოზე შეყვარებულ ახალგაზრდებს ლანძღავს, აბრალებს აგენტობას(ბოზს, ყველა ბოზი ჰგონია)სექტანტობას და ა.შ, რომელიც ორიენტირებულია გაყვლიფოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხალხი დაამშიოს და გააქციოს საქართველოდან, გიყიდოს და გაგყიდოს, დაგამონოს, დაგაჩმოროს, იბატონოს, თვითონ განცხრომაში ცხოვრობდეს, შენ კი გაღატაკებული, უფულო, მშიერი, შიშველი და შეშინებული ტაშს უკრავდე, თვალებში შესციცინებდე, ნერწყვს ყლაპავდე და ელოდებოდე, ნასუფრალიდან დაგაჯილდოვებს, ისე რომ არც შეგეკითხება შემწვარი ქათმის რა ნაწილს ინებებ, თან გადმოგძახოს „აბა ომი გინდა?".

ასეთი ადამიანებთან შეუძლებელია მეგობრობა, მინდა ვუსურვო, რომ ეცხოვროთ "კოაბიტაციაში" პრიმატებთან, ერთად წასულიყვნენ შოპინგებზე მოსკოვში, სანტ-პეტერბუგში, სვერდლოვსკში. მათ შვილებს ესწავლოთ უფაში, ტაგანროგში და ა.შ.

"ვინც დამაბრალებს ნაცობას იმას მოვუტყნავ კაცობას" თუ ვინმეს რამის თქმის სურვილი გექნებათ, პირდაპირ მობრძანდით, არ მოგერიდოთ ქ.თბილისი ტაშკენტის ქ.10-ში ან მობ: 599 599 51 89 40.

პ.ს ვაპირებ და მოვუწოდებ, იმ ჩემს მეგობრებს, რომლებიც წასაშლელ მეგობრების სიაში არ მოხვდებიან, სულ რომ ორი ან სამი დავრჩეთ, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და რესურსები, ერთად დავდგეთ იმ ე.წ "აგენტი " და „სექტანტი“ ახალგაზრდების, ძველგაზრდების გვერდით და სიცოცხლის საპირწონედ ამოვიყვანოთ საქართველო იმ ჭაობიდან, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.

აბა მშვიდობით უნიათო, უჯიგრო და უღირსო მეგობრებო!“, - წერს მიხეილ რამიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გთხოვთ გაავრცელოთ და სადმე თუ შეამჩნევთ დარეკოთ მითითებულ ნომერზე“ - თბილისში ხანდაზმულ კაცს ეძებენ

🎥 „ეს ხდება ღამის 4 საათზე. ქიმიით გვწამლავენ. აი, რატომ აქვს ხალხს გრიპი“ - რა კადრებს აქვეყნებს ეკა კვალიაშვილი

🔵დღეს ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილ 10 წლის ბიჭს დაკრძალავენ