Digest Logo

„აჭამეთ უფასოდ ბავშვებს, ნუ დაგვხეთქეთ ცრემლებად მშობლები და ნუ დაგვისიეთ გულები... მშიერი ბავშვის თვალები ოდესმე გინახავთ?“ - ბესო ზანგური

1682058914
ბესო ზანგური მსახიობი

მსახიობი ბესო ზანგური ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ სკოლებში მოსწავლეების კვება უფასო უნდა იყოს.

როგორც იგი აცხადებს, ემხრობა ოპოზიციის აღნიშნულ ინიციატივას და ბოლომდე დაუჭერს მხარს.

„მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შემთხვევაში ოპოზიციას რომ მოითხოვენ სკოლაში ბავშვებს საჭმელი უფასოდ აჭამონ!!!

ჩემს შვილს არ მიაქვს 3 ლარი, მერე ჩემს მეგობარსო????

დგანან და უყურებენ სხვა ბავშვები, ესენი რომ ჭამენ, ამიტომ ან ვატან 5 ლარს, ან არ ვატან და იძულებული ვარ ჩემი შვილიც მშიერი იყოს, აბა რა ვქნა???????

აჭამეთ სკოლებში ბავშვებს უფასოდ, პატიმრებს ხომ კვებავთ????

აჭამეთ ბავშვებს, ასე როგორ დავეცით უკვე, ასე როგორ აგვაღებინეთ სინდისზე და ნამუსზე ხელი, აჭამეთ ბავშვებს, აჭამეთ თქვენი სისხლი გაშრა ბოლოს და ბოლოს რააა, რა გახდა, რომ აჭამოთ ბავშვს 1 ბულკი 20 თეთრიანი, აჭამეთ უფასოდ ბავშვებს, აჭამეთ, ნუ დაგვხეთქეთ ცრემლებად მშობლები და ნუ დაგვისიეთ გულები, ბავშვებს აჭამეთ სკოლებში უფასოდ, აჭამეთ ბავშვებს, თქვენი ბავშვები რასაც ჭამენ იმას ხომ არ გთხოვთ, აჭამეთ ბავშვებს სკოლებში, აჭამეთ, მშიერი ბავშვის თვალები ოდესმე გინახავთ????

აჭამეთ ბავშვებს, თქვენ ჭამეთ მიწა, ცეცხლი და ნავთი, აჭამეთ ბავშვებს!!!!!!

ბავშვებს აჭამეთ უფასოდ აჭამეთ ბავშვებს!
#აჭამეთბავშვებს
#თორემშეგჭამენესბავშვები“,- წერს ზანგური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მოულოდნელი შეხვედრების დღეა - კარია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 „გაგიმარჯოს, ჩვენო ხვიჩა...“ - ნუგზარ ერგემლიძემ და ზურა კობეშავიძემ ხვიჩა კვარაცხელიას სიმღერა მიუძღვნეს

🔵 მზე კუროშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

წყარო: www.alia.ge