Digest Logo

„აჭარაში დღეს ნიღბების მოხსნის კი არა, გაკეთების დროა… სასწრაფოს ბრიგადებიც კი დეფიციტშია ტურისტულ სეზონზე…“ – სოფო ბერიძე

1624540127
ექიმი სოფო ბერიძე

ექიმი სოფო ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას ეხმაურება. 

როგორც ექიმის სტატუსიდან ვიგებთ, ქვეყანაში ტურისტული სეზონი დგება, თუმცა სასწრაფოს მანქანების დეფიციტია.

„აჭარაში დღეს ნიღბების მოხსნის კი არა, გაკეთების დროა.

იქნებ, მთელი პანდემიის მანძილზე, ერთხელ მაინც შევძლოთ და რეგულაციები მოვარგოთ რეგიონის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და სეზონს.

შარშან, სანამ უხანის სტატისტიკას არ გადავასწარით, შეზღუდვები არ დაწესდა და წელს თითქმის 5 თვით დაგვიანდა მოხსნა.

ასე რთულია რეგიონ სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა?! ან სულ რაღაც 300000 მოსახლეზე სერო-პრევალენტობის კვლევის ჩატარება?

იქნებ დახურულ სივრცეშიც აღარ გვჭირდება ნიღაბი?! ან იქნებ შიდა და განსაკუთრებით რუსეთიდან მიგრაციის გეომეტრიულად მზარდი სტატისტიკა გვაშინებს?

მაშინ რატომ არ ვუწესებთ განსხვავებულ ბაჟს და შეზღუდვებს ჩრდილოელ მეზობლებს?!

და თუ ავწონეთ და სამომავლოდ ჯანმრთელად მშიერი ყოფნის რისკი აღემატება კოვიდის რისკს – მაშინ რა შევცვალეთ ჯანდაცვაში?!

დაცვაში გადავინაცვლეთ, მაგრამ ვინ ან რა დავიმატეთ?! სასწრაფოს ბრიგადებიც კი დეფიციტშია ტურისტულ სეზონზე…

ისევ მოსახლეობა და ექიმები პანდემიის პირისპირ.. ისევ ერთეულების ზურგზე გადავლილი ტალღები…

p.s. რანდომულად, ყოველი 10 შეკრებილ მოსახლეზე აჭარაში, მინიმუმ 5 ასახელებს კოვიდის გადატანას. აჭარიდან გავრცელების ვერსია წელს აღარ იმუშავებს,“- წერს სოფო ბერიძე.