
ტელეწამყვანმა გიორგი ჯაჯანიძემ სოციალურ ქსელში მორიგი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ადამიანების ურთიერთობის შესახებ წერს.
„ადამიანები დასცინიან ერთმანეთს. ადამიანები მტრობენ ერთმანეთს. ადამიანები კლავენ ერთმანეთს.
აღარაფერი შველის ადამიანთა მოდგმას, მათ სიავეს და ბოროტებას. ბევრისთვის ღმერთი მხოლოდ სახსენებლად დარჩა, ეკლესია საჩვენებელ იმედად.
ადამიანები საკუთარ სიკეთეზე საუბრობენ, მათ შორის ბოროტებიც. გამწარდა და გული მოიოხა, გულ-მოოხებულს შვება დაეუფლა და მერე უცბად გაუბედურდა.
არასოდეს თქვა, რომ შენს გამო ვინმე დაისაჯა, ნუ გაუტოლდები წმინდანებს.
21-ე საუკუნე. რა მესაქმება მაგ დონის ადამიანთან, ეგღა მაკლია თავი გაუყადრო, თქვა და ყველას დასაცინი გახდა.
თავისუფლებას ამოფარებული მონები. როგორც ის ფიქრობს, ისე უნდა იფიქრო შენც. რაც მას მოსწონს, შენც ის უნდა მოგეწონოს. რასაც ის იტყვის, ის არის სწორი.
სხვა შემთხვევაში შეეცდება იძალადოს, მიგითითოს, დაგცინოს, ცილი დაგწამოს და გაგანადგუროს.
მშვიდად ეძინა. ბედნიერმა გაიღვიძა. არსად ეჩქარებოდა. ადგა, ჩაიცვა და ეზოში გამოვიდა. ირგვლივ ყველაფერს აკვირდებოდა, ხილულად ხედავდა თავისუფლებას. თვალები დახარა, ქედი მოიხარა. დადგა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა. თავისუფლად დაიწყო სუნთქვა.
აღარ უკვირდა ადამიანის უზნეო ქცევა, აღარ უკვირდა ადამიანის ავი ზრახვები და ქმედება. მიიღო ყველა და ყველაფერი ისე, როგორც ამინდი, წელიწადის ყველა დროს.
ყველას ყველაფრის უფლება აქვს. გ ა ნ გ ე ბ ა ს ა ც. გული მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა დაგწყდეს, ვინაიდან ვერ გაიგე და ვერ შეიგნე რისთვის გაჩნდი დედამიწაზე. როგორ სტკივა შენს სხეულს, როცა არასწორად ექცევი საკუთარ თავს.
როგორ სტკივა შენს სულს, როცა სხვის დამარცხებას ხელს უწყობ. ნუღარ მორბიხარ, მატარებელმა უკვე გაგასწრო“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გვანცა დარასელია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - „ჩემი საუკეთესო მეგობარი“
⭕რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - მსახიობის ახალი ფოტოები სოცქსელიდან