Digest Logo

🎥 ნანკა გვარი: „ტკივილის შემდეგ ბედნიერების დაშვება გვაშინებს“ - მსახიობის გულწრფელი მონოლოგი

1751998035
ნანკა გვარი

მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელებში. იგი გულწრფელად უზიარებს გამომწერებს საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

ამჯერად, ნანკამ „იუთუბიზე“ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამომწერების კითხვებს უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ნანკა გვარს საკუთარი პოდკასტი აქვს - „მარტოობის 15 წუთი“, სადაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანებს ეპატიჟება სტუმრად.

- რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, რომლებიც ახლა რთულ პერიოდს გადიან?

ნანკა გვარი: პირველ რიგში საკუთარ თავთან ჩაღრმავება. ვიცი, ძალიან რთული არის ეგ. მტკივნეულია და კითხვები არის შენ თავთან, რომლებიც ისედაც ზედაპირზე არის ამოსული, რაც გაწუხებს და ართულებს ცხოვრების ამ ეტაპს, მაგრამ უნდა გაიგო ეს სირთულეები ზუსტად საიდან მოდის. შენ იცი უბრალოდ მოცემულობა, რომ გაიგო როგორ გაუმკლავდე, უნდა იპოვო გასაღები.

- შენი აზრით როცა ტკივილს ვამარცხებთ, ამის შემდეგ რა რჩება გასამარჯვებლად?

ნანკა გვარი: როცა ტკივილს ამარცხებთ, ამის შემდეგ უნდა შემოუშვათ და დაიჯეროთ ბედნიერება. შემდეგ ძალიან გვეშინია იმის განცდის, რომ ბედნიერები ვართ, რადგან გვეშინია, რომ ეგრევე გვეტკინება. მე მქონდა ეგ, ვერ ვამბობდი ან კარგად ვარ ან ბედნიერი ვარ. იმიტომ, რომ ძალიან მეშინოდა, რა წამს ეგ ფიქრი გამიელვებს, ეგრევე რაღაც დამანარცხებს ძირს-მეთქი. უნდა გაიმარჯვო საკუთარ ფიქრებზე, იმაზე რომ ფიქრობ დროებითია ახლა კარგად რომ ვარ. გაბედო და შენ თავს უთხრა - „ბედნიერი ხარ“. მეც ეგრე ვუკეთებ ჩემ თავს და რომ იცოდეთ რა ხმები გამოდის აბაზანიდან. ეს არის მედიტაციის მსგავსი ჩემთვის. ჩემ თავს ვეკითხები ბედნიერი ხარ და რა გაკლია-მეთქი?

- რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?

ნანკა გვარი: საჭმლის არა. ჭამა, ბუნებაში სიარული, ყველაფერი, რაც შეიძლება გააკეთო ბუნებაში. ფილმების ყურება და ჭამა უზომოდ. შეიძლება ერთ დღე-ღამეში ვუყურო 14 ფილმს და ყოველი ფილმის შემდეგ, რაღაც ახალი კერძი ვჭამო.

- რომელიმე შენი სტუმრის მიმართ გაგჩენია სიმპათია ან გიფიქრია მასთან ურთიერთობის დაწყებაზე?

ნანკა გვარი: სიმპათია გამჩენია კი. ურთიერთობის დაწყებაზე არ მიფიქრია დიდად, რადგან ბოლო ორი წელია ჩემ ცხოვრებაში საერთოდ პირად ცხოვრებაზე ბოლომდე სერიოზულად ვერ ვფიქრობ. არ ვიცი იმის ბრალია, რომ ტრავმები მაქვს დალექილი ურთიერთობებიდან და მზად არ ვარ. განრიდება მაქვს ადამიანების მიმართ. 

გამჩენია სიმპათია, მაგრამ ცხოვრების ისეთ ეტაპს გავდივარ, სადაც ადამიანებში რატომღაც უფრო მინუსებზე ვარ კონცენტრირებული, ამიტომ ურთიერთობის განვითარებაზე არ მიფიქრია, მიუხედავად იმისა რომ შანსები იყო. გავჩერდი ხოლმე. ეს იყო ჩემ ერთ-ერთ სტუმართან.

- სამომავლო მიზნები და ოცნებები:

ნანკა გვარი: ზუსტად რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი მაგაზე, და წარმოვიდგენდი ამას შორეულ მომავალში. ახლა საერთოდ აღარ ვარ ეგრე. 10 წლის წინ რომ ვფიქრობდი ამ ასაკში ასე ვიქნები, ახლა ვარ ეგრე. მაგრამ ახლა რას ვაკეთებ საერთოდ არ ვიცი. ახლა უფრო ახლო მომავალზე ვფიქრობ.

ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან პრიმიტიული იყოს ჩემი ოცნებები და მიზნები. ეს იქნება აუცილებლად ძაღლებთან დაკავშირებული. ვერ გავიზარდე და ღმერთს ვთხოვ ისე არასდროს გავიზარდო, რომ ცხოველი ჩემთვის ცხოველი იყოს და არ ჰქონდეს ადგილი ჩემ ოცნებებში. მელია მინდა ძალიან რომ მოვიყვანო და აუცილებლად მოვიყვან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი ხარ...“ - თაკო საზინა ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„უსაყვარლესი ნინა...“ - ლევან ვასაძის ქალიშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕ „ყველასგან გამორჩეული...“ - თიკა ფაცაცია ახალ კადრებს აქვეყნებს