ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებსა თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანმა „ფეისბუკზე“ მორიგი შთამაგონებელი პოსტი გაავრცელა, სადაც ადამიანებსა და ცხოვრებაზე საუბრობს:
„რა უსუსური და უბადრუკია ადამიანი.
ფართხალებს, ფორხილობს, წვალობს, ეწამება და ერთ ამბავშია და მერე, მერე არაფერი.
მერე ისევ იწყება ახალი ტალღა.
ადამიანმა ვერა და ვერ ისწავლა სხვის შეცდომებზე.
ცრუ დარდი, ცრუ ტანჯვა, ცრუ ეჭვები, ცრუ სიყვარული, რომ ჰგონია, მსგავსი ჯერ არ ჰქონია.
ყველაფერია სიყვარული, ნებისყოფა, მოთმინების უნარი.
ყველაფერია წინდახედულობა.
და მთავარი, ვის აირჩევ ცხოვრების მეგზურად.
ვის ენდობი.
არ აქვს მნიშვნელობა გრძნობა გაქვს თუ მეგობარია.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ დგას შენს გვერდით, ვინ არის შენი გარემოცვა.
თუ სწორ არჩევანს არ გააკეთებ, შეუმჩნევლად, ნელ-ნელა ისე დაიღუპები, ვერც კი მიხვდები მიზეზს.
არსებობენ ადამიანები თილისმები.
არსებობენ ადამიანები თარსები.
არსებობენ ადამიანები თაღლითები.
ადამიანები 12 წლის ასაკიდან, თავად ჭედავს თავის ბედს. ჯერ ბუნებას ამჟღავნებს, მერე გონება ერთვება.
ზნე, ჩვეულება, ბუნება, ხასიათი, სინდისი, რწმენა და სიყვარული.
ეს ყველაფერი რაც დავწერე ანდაზამ მიკარნახა, არ ვიცი რას დაუკავშირე, მაგრამ მაინც.
„ქარის მოტანილს-ქარი წაიღებს“.
დასაბამიდან ასე ყოფილა“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕Netflix-მა „ბრიჯერტონის“ მეორე ნაწილის თიზერი გამოუშვა
⭕„აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი დგას არჩევანის წინ...“ - რაზე ახდენს გავლენას Acrux-ი
⭕ „არავინ იცის, რა სიმძიმის ჯვარს ატარებს „ბედნიერი“ ადამიანი...“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი