ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„წარუმატებლობის მიზეზს ორი ვიღაც ეძებს:
1. ვინც უიმედობას მიეცემა და ახალი მცდელობის უარყოფას ამართლებს („ისეთი ვითარებაა, რომ მაინც არაფერი გამოვა");
2. ვინც მეორე ცდისთვის ემზადება და უნდა, რომ უკეთ მოემზადოს („რაც გინდა მოხდეს, მაინც მივაღწევ").
პირველმა შესაძლოა სიმშვიდე იპოვოს - არაფრის კეთებისა და დამარცხების. ზოგჯერ ეს კომფორტული სიმშვიდეც არის - რა სჯობს, როდესაც წინასწარ იცი, რომ არაფერი გამოვა და ენერგიის ფუჭ დახარჯვას აირიდებ.
მეორე გამოწვევასა და პრობლემებს ერთად იპოვის, მაგრამ ცდისა და გამარჯვების შესაძლებლობა ექნება.
ბედნიერი შეიძლება ორივე იყოს.
პირველი - ზედმეტი პრობლემების არიდებით. ამას ბევრისთვის სანატრელი სიმშვიდე და უსაფრთხოებაც კი მოაქვს.
მეორე - გამარჯვების სიხარულით. ეს ბრძოლით, გაცნობიერებული მოქმედებითა და პასუხისმგებლობით სავსე სივრცეა.
თავის გზას ყველა თვითონ ირჩევს.
გაურჯელობა მარცხნივ მიდის (ეს უმოქმედობის თავისუფლებაა), გარჯა კი - მარჯვნივ (ეს მოქმედების თავისუფლებაა).
მარცხენას შიში კვებავს, მარჯვენას - იმედი.
ორივე გზას თვალებამდე გული და გონება ხედავს.
სამივემ უნდა მოინდომოს, რომ კაცი რომელიმეს დაადგეს.
სანამ გზა არ დასრულდება, არაფერია ნათელი.
შენ რომელს ირჩევ, მეგობარო - შიშს თუ იმედს?
თუ მიზეზი უკვე დაინახე, გადაწყვიტე, მარცხნივ წახვალ თუ მარჯვნივ.
ადამიანი ის არის, რასაც ირჩევს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გავააქტიუროთ 23 მაისის ენერგია? - თამუნა იოსელიანის რჩევები
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„საუბრები საინტერესო შედეგს მოგიტანს“ - 23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი