Digest Logo

„ადამიანი რაც მეტად იღვწის - მით მეტად აქვს განცდა, რომ მხოლოდ ღვთის მოწყალებით გადარჩება...“ - თეოდორე გიგნაძე

1770275580
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ადამიანი რაც მეტად იღვწის — მით მეტად აქვს განცდა, რომ
მხოლოდ ღვთის მოწყალებით გადარჩება,
ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს,
რომ ჩვენ ვცხონდებით მხოლოდ ღვთის მოწყალებით,
შრომა და ღვაწლი, რა თქმა უნდა, აუცილებელია,
მაგრამ ეს არის არა ჩემი საწყისი, რომლიდანაც მე საჩუქარი უნდა მივიღო,
არამედ ნაყოფი ღმერთის ჩემდამი სიყვარულისა,
და ეს არის ჩემი მადლიერების გამოვლინება,
ვაცნობიერებ რა, ქრისტემ ჩემთვის რა გააკეთა — ანუ, მე მადლიერებიდან გამომდინარე ვიღვწი და არა საჩუქრის მისაღებად,
მთავარი არის არა ის, რას ვაკეთებ,
მთავარია ის, რომ მე ვიცოდე უფალი,
ანუ განკაცებულ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა მქონდეს,
მხოლოდ ამით დაიძლევა ბოროტება,
არა მარტო ჩემში არსებული, არამედ საერთოდ, სამრევლოში და რაც მთავარია — სამშობლოში.
როგორადაც არ უნდა დავიხარჯოთ — არაფერი გამოგვივა,
თუ არ მივხვდებით მარტივ ჭეშმარიტებას,
რომ ჩვენ გადავრჩებით მხოლოდ ღვთის მოწყალებით,
რაც ნიშნავს არა პასიურობას — არამედ
მაქსიმალურ სწრაფვას ღმერთთან პიროვნული ერთობის ძიებისაკენ“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ადამიანი 12 წლის ასაკიდან თავად ჭედავს თავის ბედს... ჯერ ბუნებას ამჟღავნებს, მერე გონება ერთვება“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕Netflix-მა „ბრიჯერტონის“ მეორე ნაწილის თიზერი გამოუშვა

⭕„აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი დგას არჩევანის წინ...“ - რაზე ახდენს გავლენას Acrux-ი