Digest Logo

„ადამიანის ყველაზე დიდი ტანჯვა თავად მოვლენები კი არა, მცდელობაა რომ ყველაფერი აკონტროლოს“ - რას წერს პიროვნული განვითარების მენტორი?

1779451279
თეო ხაბულიანი

„ადამიანის ყველაზე დიდი ტანჯვა თავად მოვლენები კი არა, მცდელობაა, რომ ყველაფერი აკონტროლოს. გონებას უნდა გარანტიები; უნდა, წინასწარ იცოდეს, რა მოხდება - ვინ დარჩება, ვინ წავა, რა შეიცვლება და რა არა. მაგრამ ცხოვრება არასოდეს არის მუდმივი. ყველაფერი მოძრაობაშია და სწორედ ამ მოძრაობასთან ბრძოლა აჩენს შფოთვას“,- ამის შესახებ პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მიჯაჭვულობის უმტკივნეულო გაშვების ტექნიკას აზიარებს.

„ადამიანის ყველაზე დიდი ტანჯვა თავად მოვლენები კი არა, მცდელობაა რომ ყველაფერი აკონტროლოს. გონებას უნდა გარანტიები, უნდა წინასწარ იცოდეს რა მოხდება, ვინ დარჩება, ვინ წავა, რა შეიცვლება და რა არა. მაგრამ ცხოვრება არასოდეს არის მუდმივი. ყველაფერი მოძრაობაშია და სწორედ ამ მოძრაობასთან ბრძოლა აჩენს შფოთვას.

მიდის ვინმე? გაუშვი.

თუ ადამიანი შენს ცხოვრებაში მხოლოდ ძალდატანებით რჩება, ეს უკვე სიყვარული აღარ არის, ეს დაკარგვის შიშია.

ხშირად ჩვენ ადამიანებს კი არა, მათთან დაკავშირებულ შეგრძნებებს, მიჩვევებს და უსაფრთხოების ილუზიას ვეჭიდებით. მაგრამ რაც შენია, ძალდატანებით არასოდეს დაგტოვებს, და რაც მიდის, მისი გაჩერება მაინც შეუძლებელია. გაშვება დასასრული კი არა, გათავისუფლებაა.

კარგავ რამეს?

მუდმივი მაინც არაფერია. ამ სამყაროში ყველაფერი დროებით ფორმას ატარებს. სხეულიც, ურთიერთობებიც, ფულიც, მდგომარეობებიც. ტკივილი მაშინ იწყება, როცა დროებითს მუდმივად ვაცხადებთ და მის დაკარგვას სამყაროს დასასრულად აღვიქვამთ. მაგრამ ცხოვრება მუდმივი ცვალებადობაა. ხე ფოთლებს ხომ კარგავს, რომ ახალი გამოიღოს? ღამე ხომ ქრება, რომ დილა მოვიდეს? რაიმეს დაკარგვაც ახალი სივრცის გაჩენაა.

გეშინია?

მიიღე ღვთის ნება. შიში იქ იბადება, სადაც ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერს თავად უნდა მართავდეს. მაგრამ რეალურად, სამყაროში უამრავი რამ ხდება ჩვენი კონტროლის მიღმა. და სწორედ ამის მიღებაა სიმშვიდის დასაწყისი. როდესაც ხვდები, რომ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ნელ-ნელა ეშვები წინააღმდეგობიდან. მინდობა არ ნიშნავს სისუსტეს ეს შინაგანი თანხმობაა იმაზე, რომ არსებობენ უფრო დიდი კანონზომიერებები,ვიდრე ადამიანის შიში და კონტროლის სურვილია.

მუდმივ შფოთში და წუხილში ხარ?

მიიღე სამყარო ისეთი, როგორიც არის. არა ისეთი, როგორიც შენ გინდა იყოს. არა ისეთი, როგორსაც გონება ხატავს. არამედ ისეთი, როგორიც რეალურად არის. ადამიანებს შეუძლიათ გატკინონ, შეიცვალონ, წავიდნენ, ვერ გაგიგონ. მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც ელოდი. და რაც მეტად ებრძვი რეალობას, მით მეტად იტანჯები.

დაშვება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შინაგანი მდგომარეობაა.

დაუშვი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დაუშვი, რომ ადამიანი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორიც შენ გგონია ანუ დაუშვი ყოველთვის ყველასგან ყველაფერი, დაუშვი, რომ ზოგჯერ პასუხები საერთოდ არ არსებობს. დაუშვი, რომ შენ ვერ აკონტროლებ ყველაფერს. და სწორედ ამ დაშვებაში იწყება თავისუფლება.

რადგან ყველაზე დიდი სიმშვიდე მაშინ მოდის, როცა ცხოვრებას აღარ ებრძვი.როცა აღარ ცდილობ ყოველი მოვლენის ახსნას და მართვას.

როცა ხვდები, რომ არსებობა მდინარეს ჰგავს და თუ მუდმივად დინებას შეეწინააღმდეგები, დაიღლები.

სიმშვიდე პასუხების პოვნაში კი არა, მიღებაშია. იმ მიღებაში, რომ ცხოვრება უცნობია.

ქვეცნობიერს არ უყვარს გაურკვევლობა.

მას სურს ყველაფერი წინასწარ გათვლილი, დაცული და კონტროლირებული იყოს. ამიტომაც ადამიანი უმეტესად არა რეალურ საფრთხეში, არამედ წარმოსახვით მომავალში ცხოვრობს. ქვეცნობიერი მუდმივად გაფიქრებინებს „რა მოხდება თუ დამტოვებენ?”, „რა მოხდება თუ დავკარგავ?”, „რა მოხდება თუ მიღალატებენ?”, „თუ ვერ შევძელი?”, „თუ ყველაფერი დაინგრა?” და აქ იწყება ნერვული გადაწვა.

თუ გონება მუდმივად დაკარგვას ელოდება, ნერვული სისტემა მუდმივად გადარჩენის რეჟიმში რჩება. ამიტომ ჩნდება შფოთვა, უძილობა, გულის აჩქარება, კონტროლის მოთხოვნილება, ეჭვი, დაძაბულობა, აკვიატებული ფიქრები.

როდესაც გინდა ყველაფერი ზუსტად ისე იყოს, როგორც შენ წარმოგიდგენია იწყება ტანჯვა. რადგან სამყარო ადამიანის სურვილებით არ მოძრაობს. სამყაროს თავისი კანონზომიერება აქვს. და ეს კანონზომიერება მოძრაობაა. ყველაფერი იცვლება, ყველაფერი გარდაიქმნება, ყველაფერი მიედინება.

ქვეცნობიერის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა უსაფრთხოების ილუზია.

ადამიანს უნდა იფიქროს, რომ თუ ყველაფერს გააკონტროლებს, აღარ ეტკინება. ამიტომ ცდილობს აკონტროლოს მაგრამ რაც მეტად ცდილობს შეკავებას, მით მეტად ეცლება ყველაფერი ხელიდან.

ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ამ სამყაროში არაფერს ფლობ,არც ადამიანს,არც დროს,არც სხეულს,არც ხვალინდელ დღეს.

და სწორედ ამ ჭეშმარიტებასთან ბრძოლა აჩენს ეგოს ტანჯვას.
ეგოს უნდა მუდმივობა ფორმებში.

ამიტომ არის, რომ დაშვება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შინაგანი მდგომარეობაა.

როდესაც უშვებ, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს უცნაურად მშვიდდები. რადგან შიში წინააღმდეგობიდან იბადება. წინააღმდეგობა კი იქ ჩნდება, სადაც რეალობას არ ვიღებთ.

როცა უშვებ, რომ ადამიანი შეიძლება წავიდეს, მასზე ავადმყოფური მიჯაჭვულობა მცირდება.

როცა უშვებ, რომ ცხოვრება ყოველთვის ისე არ იქნება, როგორც გინდა ნევროზი ქრება,როცა უშვებ, რომ პასუხი შეიძლება საერთოდ არ იცოდე გონება ჩუმდება.

სამყაროს კანონზომიერებაში ყველაფერი ბალანსისკენ მიისწრაფვის.

თუ ზედმეტად ეჭიდები რაიმეს, ცხოვრება მაინც წაგართმევს.
თუ ზედმეტად აკონტროლებ, დაგანგრევს, რომ გაგაშვებინოს.
თუ ზედმეტად შიშში ცხოვრობ ზუსტად იმ ენერგიას გააძლიერებ, რისიც გეშინია.

რადგან რასაც მუდმივად ებრძვი, მას ენერგიას აძლევ.

ადამიანი ფიქრობს, რომ სიმშვიდე მაშინ მოვა, როცა ყველაფერი დალაგდება.
მაგრამ რეალური სიმშვიდე მაშინ მოდის, როცა ქაოსშიც აღარ კარგავ შენს შინაგან ცენტრს.

ჭეშმარიტება ისაა, რომ ცხოვრება არასოდეს იქნება ბოლომდე პროგნოზირებადი.

ყოველთვის შეიძლება რაღაც შეიცვალოს.

ყოველთვის შეიძლება ადამიანი სხვანაირი აღმოჩნდეს. ყოველთვის შეიძლება მოულოდნელი რამ მოხდეს.
და ვინც ამას ებრძვის მუდმივად შიშში ცხოვრობს. ხოლო ვინც ამას იღებს ნელ-ნელა თავისუფლდება.

იმიტომ რომ საბოლოოდ, ყველაზე დიდი სიმშვიდე მინდობაშია.

არა იმ მინდობაში, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც შენ გინდა.

არამედ იმ მინდობაში, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ ამასაც გაუძლებ, ისწავლი, გაივლი და კვლავ გააგრძელებ გზას.

სწორედ აქ მთავრდება შფოთვა.
და იწყება ყოფნა.
იყოს ნება ღვთის“, - წერს თეო ხაბულიანი.