ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
„გიფიქრიათ, უსასრულო გალაქტიკაში, როგორ არიან მიმოფანტული პლანეტები?
გიფიქრიათ, როგორ ტრიალებს დედამიწა უსასრულო სივრცეში?
გიფიქრიათ, რამდენი მილიარდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწა არსებობს?
გიფიქრიათ, იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაიბადა და გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დედამიწა გაჩნდა?
ადამიანები მოდიან და მიდიან, დედამიწა ისევ ისეთი რჩება, როგორიც თავდაპირველად იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა დღეში ჩააგდო ადამიანმა ეკოლოგია.
ადამიანი „გამოქვაბულიდან“ გამოვიდა და თავადაც იცით რა მიღწევების მწვერვალზეა მისი მეშვეობით ტექნოლოგიები.
მილიარდობით წელი გავიდა, პლანეტა ცოცხლობს.
ცივილიზაციები ინგრევა. იმპერიები ქრება. ნელ-ნელა ის სახელებიც დავიწყებას მიეცემა, რაც შემოგვრჩა.
ყველაფერს მიხვდა და ყველაფერი გაიგო ადამიანმა, იმის გარდა, რომ ჩვენ გავლით ვართ ამ საწუთროში.
სტუმრად მოვედით დედამიწაზე მარტო, ცარიელი ხელებით, სავსე სულით და გვინდა თუ არ გვინდა, მაინც წავალთ ამ წუთისოფლიდან.
ადამიანმა ისწავლა ყველაფერი, როგორ დაიპყროს სივრცე.
გამოიკვლია ურთულესი და მიუწვდომელი საიდუმლოებები. შექმნა ისეთი რამ, რაც წარმოუდგენელი იყო წლების წინ.
ისწავლა როგორ გაახანგრძლივოს სიცოცხლე.
ადამიანმა ისწავლა თითქმის ყველაფერი, მაგრამ ვერ ისწავლა, როგორ დაამარცხოს საკუთარ თავში სიძულვილი, შური, ღვარძლი, ბოროტება, განკითხვა.
ვერ ისწავლა მიტევება, თანაგრძნობა და უამრავი კეთილი თვისება.
რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება.
კიდევ გავიმეორებ:
ადამიანმა შეძლო ყველაფერი, მაგრამ, ვერ შეძლო საკუთარი თავის შეცვლა უკეთესობისკენ.
ვერ დაძლია შური.
ვერ მოიშორა ღვარძლი.
ვერ ისწავლა მიტევება.
ადამიანი ცდილობს გახდეს წარმატებული. მაგრამ ვერ სწავლობს, როგორ იცხოვროს სწორად.
ადამიანი სწავლობს როგორ გაიხანგძლივოს სიცოცხლე, მაგრამ ვერ სწავლობს, როგორ მართოს საკუთარი თავი და როგორ მართოს საკუთარი ემოციები.
ადამიანი ცდილობს დაამარცხოს სიკვდილი, მაშინ როცა ჯერ ვერ დაამარცხა ის, რაც მის სიცოცხლეს ანადგურებს.
ეს კაცობრიობის ტრაგედიაა.
ადამიანი, მთელი ცხოვრება კითხვაზე პასუხს დაეძებს, არა და... პასუხი თავად ადამიანშია.
იცით რატომ ვერ პოულობს პასუხებს?
იმიტომ, რომ არ იცნობს საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარ მდგომარეობას“, - წერს გია ჯაჯანიძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვამაყობ შენით...“ - სოფია კვინიკაძე იუბილარია, რამდენი წლის გახდა ბლოგერი?
🔵10 იანვრიდან 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
🎥 „რა ლამაზები ხართ“ - ევა ბარბაქაძე რჩეულთან ერთად ბანკოკში ისვენებს