გარდაბანში მომხდარი ავარიის შესახებ, რომელსაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, დაღუპულები თითქმის ერთი ასაკის - 18 წლისები იყვნენ.
„ავარია ჩემ სახლთან მოხდა. ჩემი მეზობლები იყვნენ. ყველა მათგანი კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და მაგიტომ მოხდა ასე. ყველა თითქმის ტოლები - 18 წლისები. ერთად ვარჯიშობდნენ. ერთი ბოქსს ასწავლიდა ჩემ შვილს. გარდაცვლილიდან 2 ძმანი იყვნენ“, - ამბობს ადგილობრივი ინტერვიუში.
ავარია დღეს, 14 მაისს, დილით მოხდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ არის დაშავებული. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 Metallica-ს კონცერტმა საბერძნეთში მცირე მიწისძვრა გამოიწვია