ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც გვახსენებს ერთ ჭეშმარიტებას, რომ სიტყვებსა და ლაპარაკში ყოველთვის არ იკითხება არსი. მდინარე, რომელიც საუკუნეების მოწმეა, უტყვი რჩება, და ალბათ სწორედ ამ სიჩუმეში იმალება ჭეშმარიტება:
„ადამიანს ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ წარმავალია და ჭეშმარიტების გააზრებას ვერ ასწრებს.
მდინარე თითქმის მარადიულია და ყველაფერი იცის, მაგრამ ლაპარაკი არ შეუძლია, საზრისზე რომ გვითხრას.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ასე ამბობს:
„ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი, მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი".
რამდენ რამეს მოგვიყვებოდა...
ან იქნებ ასე სჯობს?
ღმერთმა უკეთ იცის.
თავად უნდა მივხვდეთ იმას, რაც სალაპარაკოდ ღირს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მიყვარს ჩემი დღე“ - სოფო ბედია 21 იანვარს იუბილარია
⭕როგორ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება სიტყვის დახმარებით - რას გვირჩევს მინეროლოგი
⭕„ეს არის შეფასების, დაგეგმვისა და მოთმინების დღე“ - 21 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი