მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება სიტყვის დახმარებით.
„როგორ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება სიტყვის დახმარებით.
5 რჩევა და ფრაზა, რომლებიც დაგეხმარებათ ოცნებების განხორციელებაში:
თქვენ ძალგიძთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. საჭიროა მხოლოდ ამის დაჯერება. თუ მართლა რაღაცას მოისურვებთ, თქვენთვის შეუძლებელი აღარაფერი იქნება. ეს ფრაზები და რჩევები დაგეხმარებათ ოცნებების რეალობად ქცევაში.
„მე ეს მინდა — ესეიგი ეს იქნება“
ეს ფრაზა, რომელიც ჰენრი ფორდს ეკუთვნის, აქციეთ თქვენს დევიზად თქვენი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე. ირწმუნეთ საკუთარი თავი — მხოლოდ ასე შეძლებთ ცხოვრების შეცვლას. თქვენ გახდებით უფრო თავდაჯერებული, დაიწყებთ საკუთარი თავის ნდობას. ეს ყველაფერი გადაგაქცევთ უფრო გადამწყვეტ ადამიანად და მიუხედავად ყველაფრისა, გააგრძელებთ გზას თქვენი ოცნებისკენ.
„რა უნდა გავაკეთო?“
ეს ფრაზა დაგეხმარებათ მოქმედების გეგმის შედგენაში, რომლის მიხედვითაც ნელ-ნელა მიუახლოვდებით იმ ცხოვრებას, რომელზეც ოცნებობთ. გულწრფელად და ობიექტურად უპასუხეთ ამ კითხვას საკუთარ თავს. როგორც კი პასუხს გააჟღერებთ, თქვენი ცხოვრება დაიწყებს ცვლილებას, რადგან თქვენ თვითონ შეიცვლებით. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გახდებით უფრო გაცნობიერებული და თავდაჯერებული თქვენს მოქმედებებში.
კოკო შანელი ამბობდა:
„თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, მოგიწევს გააკეთო ის, რაც არასდროს გაგიკეთებია.“
თუ ნამდვილად გსურთ თქვენი ოცნებების განხორციელება, ამისთვის მზად უნდა იყოთ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ეს ბუნებრივია.
ირწმუნეთ ის, რასაც ამბობთ
ხშირად, როცა რაღაცაზე ვოცნებობთ, არ გვჯერა, რომ ეს რეალურად შესრულდება. ჩვენ მივეჩვიეთ ოცნებას, მაგრამ არა სურვილების მიღებას. ირწმუნეთ საკუთარი თავის, გახდით უფრო თავდაჯერებული. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს, რაზეც ოცნებობთ. უთხარით საკუთარ თავს:
„მე შემიძლია ამის გაკეთება და მე ამას გავაკეთებ.“
როდესაც გააცნობიერებთ, რომ თქვენ ძალგიძთ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, იპოვეთ საკუთარ თავში თავდაჯერება და ეს ხმამაღლა უთხარით საკუთარ თავს — მაშინ ყველაფერი თქვენს გარშემო დაიწყებს ცვლილებას. უთხარით საკუთარ თავს, რომ თქვენს გზაზე უკვე არსებობს ის, რაზეც ოცნებობთ. უბრალოდ ჯერ არ მიგიგნიათ. ირწმუნეთ საკუთარი თავი და თქვენი სიტყვები — და მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ.
აკონტროლეთ თქვენი მეტყველება
ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან ისეთი ფრაზები, როგორიცაა:
„მე ყოველთვის ვიგვიანებ“,
„დაღლილი ვარ“,
„არ მინდა, არ შემიძლია“,
„ვერ ვასწრებ“.
კრიტიკა სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როცა ის კონსტრუქციულია, ხოლო ზედმეტი თვითკრიტიკა მხოლოდ თრგუნავს. ნუ ეტყვით საკუთარ თავს უხეშ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ნუ დაიდანაშაულებთ თავს. დამშვიდდით და უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი გამოგივათ.
შეწყვიტეთ ნეგატივსა და წარუმატებლობაზე საუბარი
თუ გსურთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და უფრო პოზიტიური გახადოთ — შეწყვიტეთ წარუმატებლობებზე ფიქრი და საუბარი. ეს არ ნიშნავს, რომ „ვარდისფერი სათვალე“ უნდა გაიკეთოთ და იცხოვროთ ისე, თითქოს თქვენს გარშემო ტრაგიკული მოვლენები არ ხდება.
უბრალოდ ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მათ. კარგია იყო ინფორმირებული იმაზე, რაც მსოფლიოში ხდება. მაგრამ თქვენ აქ ხართ. კონცენტრირდით ამაზე და იფიქრეთ დადებითზე. პოზიტიური აზროვნება ასევე ეხმარება ტრაგედიებთან გამკლავებაში — და ხშირად ეს კიდევ უფრო ეფექტურიც კია.
ასე თქვენ გექნებათ სურვილი შეცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ, მოიფიქრებთ, როგორ დაეხმაროთ გლობალური პრობლემების გადაჭრას. ხოლო უბრალოდ სიარული და ომებზე, დაავადებებზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბარი არაფრის კეთების გარეშე — ეს არ არის სამყაროს შეცვლის გზა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს