Digest Logo

„ადამიანს, რომელსაც UFC-ში სატიტულო ორთაბრძოლას არ აძლევდნენ, იმდენი იშრომა, რომ წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ ორგანიზაცია თვითონ დაუკავშირდა მერაბს და უთხრა...“ - რას წერს ირაკლი არაბული

1765313434
 ირაკლი არაბული. 

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის სამგზის ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის შესახებ წერს.

მისი თქმით, მერაბი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია რწმენას და შემდეგ მუხლჩაუხრელ შრომას.

„ადამიანს, რომელსაც UFC-ში სატიტულო ორთაბრძოლას არ აძლევდნენ, იმდენი იშრომა და იმდენი გააკეთა, რომ წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ ორგანიზაცია თვითონ დაუკავშირდა მერაბს და უთხრა: „დაისვენე იმდენ ხანს, რამდენიც გინდა, და შემდეგ მოემზადე სატიტულო ბრძოლისთვის.’"

ეს გააკეთა მშენებლობაზე მომუშავე უცხო ქვეყნის ბიჭმა, რომელიც დღეს ყველასათვის სამაგალითო მებრძოლია.
ნათელი მაგალითია მერაბი იმისა, თუ რა შეუძლია რწმენას და შემდეგ მუხლჩაუხრელ შრომას“, - წერს ირაკლი არაბული. 

ცნობისთვის, UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის სამგზის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრომოუშენი ქართველ მებრძოლს შეჰპირდა პიოტრ იანთან მე-3 ჩხუბს, მაგრამ იქამდე, მას დასვენება შესთავაზა, თუმცა თავად მებრძოლი დიდხანს დასვენებას არ აპირებს. 

„UFC-მ დამირეკა და მითხრა რომ დამესვენა, შემდეგ შემპირდნენ ქამარზე ბრძოლას იანთან, თუმცა იქამდე, აუცილებლად დაისვენეო და როცა იქნები მზად, დაგვირეკეო. სავარაუდოთ, მათ უნდათ ბრძოლა გამართონ ზაფხულში, მაგრამ მე არ მინდა ზაფხულამდე ლოდინი, ახლაც მზად ვარ.

გარდა ნაკაწრებისა, მნიშვნელოვანი ტრავმა არ მიმიღია. ბრძოლა მინდა გაზაფხულზე, თუნდაც აპრილში. კარგი იქნებოდა ბრძოლის ჩანიშნვა გაზაფხულზე, მაგრამ თუ ასე არ იყო, ზაფხულში იქნება,“ - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პირველი რიტუალი, რომელიც საახალწლოდ უნდა გააკეთოთ - ტაროლოგის რჩევები!

📸 ჯანეტ ქერდიყოშვილი დაბადების დღის წვეულებიდან მორიგ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥„როდესაც სცენაზე დგახარ არ შეიძლება, იყო სქელი და მოფლაშული...“ - ეკა მამალაძე თავის მოვლის ფილოსოფიაზე