
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
ამჯერად იგი ახალ საინტერესო პოსტს გვიზიარებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტზე, ChatGpt-ის გავლენასა და შედეგებზე საუბრობს.
მისი თქმით ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ რესურსებს შეიწირავს:
„მოკლედ, ხელოვნური ინტელექტის შექმნის დღიდან მოყოლებული, ძალიან ბევრმა გამომწერმა მომმართა კითხვით, თუ რა აზრის ვიყავი მასზე და ზოგადად, რა ფენომენია, აგრეთვე, ChatGpt?
დავიწყებ საუბარს იქიდან, რომ როგორც ყველა თქვენგანი, ისე მეც, მივესალმები ტექნოლოგიურ პროგრესს, ოღონდ ეს პროგრესი უნდა იყოს კაცობრიობის საკეთილდღეოდ მომართული.
ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, რაც შევედით ახალ XXI საუკუნეში და ნელ-ნელა მერწყულის ნიშნის ფეხის მოკიდებასთან ერთად (ეს ის ნიშანია, ვინც მართავს ტექნოლოგიურ მოწყობილობებს) აშკარაა, რომ სამყარო ისეთი აღარაა, როგორიც მანამდე იყო და განსაკუთრებით ძალიან დიდი ნახტომი განვიცადეთ 2011-2012 წლებიდან მოყოლებული, როცა სრულიად უცბად აღმოვჩნდით სენსორული აპარატების ქვეშ.
იმ დღიდან, უკვე ნათელი იყო, რომ მსოფლიო აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე. ყველაფერი გამოიცვალა, აბსოლუტურად ყველაფერი. სენსორებმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანთა მენტალობა ძირფესვიანად შეცვალეს.
ხელოვნურ ინტელექტს და ზოგადად, „ჩატჯპტ-ის“ აქვს გარკვეული პლუსები, თუმცა აქვს ბევრი წუნიც. მაგალითად:
დადებითი ისაა, რომ ChatGpt, თითქოს გუგლის საძიებო სისტემის გაუმჯობესებული ვერსიაა, ვინც გესაუბრება და ლოგიკური თანწყობილი წინადადებებით გადმოგცემს სათქმელს. ხან და ხან, ისე კრავს თემას, რომ ასე ჩამოყალიბება ბევრ ადამიანსაც კი გაუჭირდება.
შეუძლია, გესაუბროს, ალბათ უამრავ თემაზე. ვერ ვიტყვი, რომ რაც დავტესტე ყველაფერში ადეკვატური და სწორია მეთქი, თუმცა საუბრის თემაში მოგყვება და დანარჩენი იკამათებ თუ დაუჯერებ, ნება შენია.
პრინციპში, თუ ადამიანი ChatGpt-ს სწორად გამოიყენებს, როგორც „გუგლის“ ან „იუთუბის“ ვერსიას, ბევრ თემაში დროს დაზოგავს და ადვილად გავა ფონს.
უარყოფითი ის არის, რომ - ChatGpt, როგორც ავტომატური კალკულატორი, შეიძლება, აი, ასე იქცეს კაცობრიობის ისტორიაში. თან, რასაც ვატყობ, ხელოვნური ინტელექტი არ კარგავს მუხტს, არამედ, კიდევ უფრო მეტად ვითარდება, ამიტომ სამომავლოდ, ვფიქრობ, რომ ვიხილავთ მის გაუმჯობესებულ ვერსიას, შესაბამისად ამ სისტემამ, შეიძლება ზოგიერთი პროფესიაც კი დახუროს და შეიწიროს.
ChatGpt და მისი მოხმარების წესი უნდა გაკონტროლდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლებლებშიც. ბევრი, სწორედ მას აწერინებს თემებს, ათვლევინებს ფორმულებს, ამოცანებს და ა.შ. რაც დიდად სასიამოვნო არაა, ხოლო მისი, როგორც სისტემის გაუმჯობესებას - მეტი ბაზა დაემატება.
ნამატი კი, ვიმეორებ ადამიანურ რესურსებს, დიდი ალბათობით, შეიწირავს.
მაშასადამე, აქ უნდა დაწესდეს და შემუშავდეს ისეთი რეგულაციური პროტოკოლი, სადაც ადამიანსაც მიეცემა საშუალება რომ არ დაიკარგოს და ტექნოლოგიური პროგრესიც იხეირებს. არ ვიცი, როგორ მოხდება ეს, თუმცა სხვა გზა არაა, იმიტომ რომ კომპიუტერულ ტვინს დროში და სივრცეში ინდივიდუალური ბუნება, აშკარაა, რომ ვერ ერევა და ეს იწვევს კიდევ უფრო მეტ სირთულეებს.
ამიტომ, თუ ჩვენ გვსურს რომ ავცდეთ ამ და სხვა სახის დისონანსურ გარემოებებს, როგორმე უნდა მოიძებნოს ორი სისტემის, ადამიანურის და ტექნოლოგიურის სამეგობრო გზები.
ალტერნატიულ ვარიანტში, ტექნოლოგიური პროგრესი დიდ თავის ტკივილად და მკაფიო რეგრესად მოგვევლინება ახლო მომავალში“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი მიქაუტაძემ თავისი და აატირა - რა აჩუქა ბომბარდირმა ანის ქორწილზე?
⭕ „რომელი ავარჩიე აბა თუ გამოიცნობთ?!...“ - ორსული ქეთი ხატიაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს