Digest Logo

„ადრე იყო შენი წასვლა, მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, რომლის ღირსების დასაცავად ლომივით იბრძოდი მწვანე მინდორზე!“ - გია ბაღაშვილი გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

1792926457
გია ბაღაშვილი

მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს შენი სული ძმაო!

ბოლოს ერთი თვის წინათ გნახე, ერთად რომ ვიყავით სტადიონზე შენ, მე და ბესო. რაც ჩვენ იმ დღეს ვიმხიარულეთ და ვიხალისეთ. რაები აღარ გავიხსენეთ და მოვყევით...

შენ მაკადამია გევასებაო და პატარა ტომრით მომიტანე, ახლაც მიდევს მანქანაში...
დღეს რომ ამ სიტყვებს დავწერდი შენზე, რას წარმოვიდგენდი?!
შენ გენაცვალე ნემსა!..

გახსოვს, ბოლოს ტელეფონი რომ დაგრჩა სტადიონზე, უკან რომ მოგვიწია შებრუნება. შენ რომ უხერხულობდი, აქედან მანქანით შესვლა არ შეიძლება და თუ შეგვიშვებენო, ბესო რომ გეუბნებოდა, შენ ვინ არ შეგიშვებს ბიჭო, კაპიტანი ხარო. შეგიშვეს კი არა, ყველა კარი ერთბაშად გაგიღეს, იმიტომ რომ შენ ყველას გიორგი ნემსაძე იყავი - ყველასთვის ძვირფასი და საყვარელი!..

ბოლომდე თავმდაბალი, მართალი და ბავშვივით გულწრფელი დარჩი!..
ამ დროს რა დიდი კაცი იყავი მოედანზეც, ცხოვრებაშიც და მეგობრობაშიც!..
რა ადრე იყო შენი წასვლა ძმაო, რა ადრე!..

მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, რომლის ღირსების დასაცავად ლომივით იბრძოდი მწვანე მინდორზე! შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები!“, - წერს გია ბაღაშვილი.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს" ყო­ფი­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლი და კა­პი­ტა­ნი გი­ორ­გი ნემ­სა­ძე  24 ოქტომბერს დაკ­რძა­ლეს. 

გი­ორ­გი ნემ­სა­ძე მიმ­დი­ნა­რე წლის 21 ოქ­ტომ­ბერს, 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იგი ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 18-წლამ­დელ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

1988-1991 წლებ­ში და 1993-1995 წლებ­ში თა­მა­შობ­და თბი­ლი­სის „დი­ნა­მო­ში“, 1991-1992 წლებ­ში ლან­ჩხუ­თის „გუ­რი­ა­ში“, 1992-1993 წლებ­ში თბი­ლი­სის „შე­ვარ­დენ­ში“, ასე­ვე გა­მო­დი­ო­და გერ­მა­ნი­ის „ჰამ­ბურ­გში“, თურ­ქე­თის „ტრაბ­ზონ­სპორ­ში“, შვე­ი­ცა­რი­ის „გრა­სჰო­პერსში“, იტა­ლი­ურ „რე­ჯა­ნა­ში“, თბი­ლი­სის „ლო­კო­მო­ტივ­ში“, იყო შოტ­ლან­დი­უ­რი „დან­დის“ კა­პი­ტა­ნი, კა­რი­ე­რა „დი­ნა­მო­ში“ და­ა­ას­რუ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 1992-2004 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 69 მატ­ჩი.

✕