Digest Logo

„ბიძაშვილს, რომელსაც დედა მოუკლეს 9 აპრილს, ვიღაც ქაჯი ეუბნება 5 ლარიანი ტიტები მოიტანე და ამით მოიხადე ვალიო?“ - რას წერს ნათია სვანიძე

1744211796
ნათია სვანიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია სვანიძე ფეისბუკზე 9 აპრილის მემორიალთან გადამხდარ შემთხვევაზე წერს და ამბობს, რომ მის ოჯახის წევრს, ბიძაშვილს, რომელსაც 9 აპრილს დედა მოუკლეს ჯერ ჟურნალისტი შეეკითხა თუ ვინ დაიწყო ომი და შემდეგ მოქალაქემ ჰკითხა 5 ლარიანი ტიტებით მოიხადა ვალი გარდაცვლილების წინაშე:

„დაჩი მეუბნება ხვალ მე კარგად არ ვიქნებიო, რატომ -მეთქი  და ხვალ ხომ 9 აპრილია და ჩემი დიდი ბებია (იგულისხმა ბიცოლაჩემი თამარ მამულაშვილი) ამ დღეს მოკლესო.

მე კი 16 წლის გაზით მოვიწამლე.

ტრადიციულად, ყოველ წელს გავდივართ ბიცოლას სასაფლაოზე და თავისუფლების მოედანზე 9 აპრილის მემორიალთან. წელსაც ჩემ ბიძაშვილთან და მის ოჯახთან ერთად გავედით.

9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტი ეკითხება ჩემ ბიძაშვილს, რომელსაც დედა მოუკლეს 9 აპრილს და თვითონ 14 წლის ბავშვი ძლივს გადარჩა ომი ვინ დაიწყოო, ნუ ამან უპასუხა მე აქ კითხვა-პასუხისთვის არ მოვსულვარო, პატივი მივაგე 9 აპრილს გარდაცვლილებსო, იქვე მდგომი ვიღაც ქაჯი ეუბნება 5 ლარიანი ტიტები მოიტანე და ამით მოიხადე ვალიო?

სიმშვიდე და ზრდილობა შევინარჩუნეთ ისევ და ისევ 9 აპრილს გარდაცვლილების პატივსაცემად“, - წერს ნათია სვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენ არც ჯალათები ვართ, არც ჯალათის ცოლები, არც ხალხი გაგვიტყავებია და თქვენსავით ხალხის გაუბედურებით მილიონები არ გვიშოვია - 9 აპრილიც ჩვენია, 26 მაისიც და 2012 წლის 1 ოქტომბერიც, არ აგარევინებთ!“ - ნინო ჯღარკავა ნანუკა ჟორჟოლიანს

🎥 ემოციური რეგულაციის მნიშვნელობა განვითარებაში ჩვილობიდან-სიბერემდე - თამარ გაგოშიძის საინტერესო ლექცია

🎥 „დაუკარით“ - თამარ ალადაშვილის შესრულებამ სოცქსელი დაიპყრო