ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტებს და ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ რომ ცნობილ ნათელა ბებოს ალცჰაიმერი სჭირს.
როგორც გივიკო დიდია ამბობს, თემაზე საუბარს აღარ აპირებს, თუმცა წერს რომ დიდი ხანია ნათელა ბებო ამ დაავადებით ცხოვრობს:
„აღარ მინდა ვინმემ მკითხოს „რა გჭირს“ ეს რეალობა გვჭირს, მხოლოდ სითბო და სიყვარული გვაძლევს ძალას მეგობრებო.
კადრებს რომლებსაც თქვენ უყურებთ, ძველია ან კონკრეტული მომენტები მაქვს ატვირთული , სადაც არასდროს ჩანს რა გზას გავდივართ.
მე მას ვაცოცხლებ ძალიან დიდხანს. მერე რა რომ ახლა ძმა ვარ, მთავარია ისევ ისე ძლიერად ვუყვარვარ და მიყვარს.
ვეიმედები და მეიმედება. პ.ს ამ თემაზე საუბარს მეტს აღარ ვაპირებ ძალიან დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, - წერს გივიკო დიდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: