Digest Logo

„აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი... როგორ გამოგვეცალე ძმაო! მოგიკვდეს ჩემი თავი! ცრემლები მახრჩობს...“ - გია ბაღაშვილი მეგობარს ემშვიდობება

1659351045
გია ბაღაშვილი

ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი დაშავებული მომღერალი მამუკა ონაშვილი გახლდათ, რომელიც 1-ელ აგვისტოს გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში მუსიკოსი გია ბაღაშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მეგობარს ემშვიდობება. 

„აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უნიჭიერესი, უღალატო, თბილი, სიყვარულით სავსე,...

ეს რა ქენი ბიჭო?! როგორ გამოგვეცალე ძმაო! მოგიკვდეს ჩემი თავი! ცრემლები მახრჩობს...
გახსოვს კოვიდი რომ დაგემართა, აქეთ რომ გვამშვიდებდი არაფერი მომივა, ამან რა უნდა მიქნასო...

გახსოვს, პალატაში ცხელი ელარჯი რომ ამოგიტანე, შენ რომ ზეწარი აიფარე და საწოლის ქვეშ შეძვერი არ გადაგედოსო... გახსოვს, დოიჯას ამბებს რომ ვიხსენებდით, სულ იმას იმეორებდი, როგორ დამტოვაო...

გახსოვს, სტუმრები რომ გყავდა, თამადა იყავი, ბანკეტიდან ფილარმონიაში კონცერტზე მკვდარი რომ მოხვედი და მთხოვე, აზრზე რომ მოვიდე ამ ვისკის ბოთლს ჩავცლი და სცენაზე გამიშვი, არაფერი შემეშლებაო... რომ გაგიშვი და მართლა არაფერი შეგშლია...

შენ არასოდეს, არავისთან არაფერი შეგშლია! კაცურად იცხოვრე და კაცის სახელით წახვედი!.. მაგრამ რატომ ასე ადრე?!.. რატომ?!...

გენაცვალე მამუკა, ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ჩემო უსაყვარლესო ძმაო!“, - წერს გია ბაღაშვილი.

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა

🔵„შენს სახელს დავიწყება არ უწერია... ჩამწყვიტე გული... რატომ ღმერთო, რატომ, ჩემო ბუთქუჩა, დიდო ადამიანო“ - მამუკა ონაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

🔵 „ახალი ენერგიით ახალი მწვერვალებისკენ“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული საოცარ ფორმაშია, წყვილი მალიორკაზე ისვენებს