Digest Logo

🎥 „აღმოჩნდა, რომ ჩემი მოვლა სჭირდებოდათ, ეს აღარ მინდა“: რატომ არის სალომე კაპანაძე პირად ცხოვრებაში „გაჭედილი“

1781252795
სალომე კაპანაძე

ჟურნალისტი, ინფლუენსერი და პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე სალომე კაპანაძე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. საზოგადოებამ სალომე რეალითი შოუდან გაიცნო, სადაც მაყურებელი მისი ორი ხმაურიანი ურთიერთობის განვითარებას თვალს აქტიურად ადევნებდა.

გამოცემა „პრაიმტაიმთან“ ბლიც-ინტერვიუში ინფლუენსერმა აღიარა, რომ ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში სიახლეები არ აქვს და ეს ერთადერთი სფეროა, სადაც თავს რეალიზებულად ვერ გრძნობს. კაპანაძის თქმით, წარსულმა გამოცდილებამ მას ბევრი რამ ასწავლა, რის გამო დღეს ადამიანებთან დისტანციას იჭერს.

„პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ეს არის ერთადერთი თემა, სადაც „ვიჭედები“. სულ ისე ხდებოდა, რომ წინა ურთიერთობები ყველა სტრესული იყო. აღმოჩნდა, რომ ჩემი მოვლა სჭირდებოდათ მათ და ეს აღარ მინდა. მგონია, რომ არ მიმართლებს. ყველაფერი იქნება, ოღონდ თავის დროზე. წარსული ურთიერთობებიდან ვისწავლე და ახლა რთულია ჩემთან კონტაქტში შემოსვლა. ვიცი ჩემი შრომის ფასი და ახლა ამაზე ვარ გადართული“, - აღნიშნავს სალომე კაპანაძე.

როგორც ცნობილია, პროექტის დასრულების შემდეგ სალომე კაპანაძე აქტიურად აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობასა და სოციალური მედიის მართვას. ამჟამად იგი „რუსთავი2“-ის გუნდს შეუერთდა. როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე მისი მთავარი პრიორიტეტი საკუთარი საქმე, შრომა და კარიერული განვითარებაა.