
შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის დროს დაღუპულ სალომე ხეთაგურს მეგობარი დეაკო ძამაშვილი ემშვიდობება. სალომე ხეთაგურის ხსოვნის პატივსაცემად სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და მის შესახებ ემოციურად წერს:
„სალომე, შენზე წარსულში საუბარი არ მინდა, ვერ ვიჯერებ რომ კარს აღარ შემოაღებ და სამსახურში დამღლელი დღის მიუხედავად, მაინც გაღიმებული არ მოხვალ და არ გადამკოცნი ჩამეხუტები და ღიმილიანი სახით არ იჯდები ჩემს წინ მთელი საღამო, შენთან გატარებულმა ყველა წუთმა გამიელვა გონებაში, როგორ მოასწარით შენ და გიორგის დამ (სალომემ) ერთ დღეში ჩვენი ოთახის მორთვა, როდესაც სახლში ვბრუნდებოდით სამშობიაროდან. როგორი ბედნიერი იყავი როცა გიორგის (ჩემი ქმრის) დაბადების დღეზე ტორტი შენ გეჭირა და სანთლებს უნთებდი. როგორი ბედნიერი იყავი როდესაც ალექსანდრე (ჩემი შვილი) შენთან მორბოდა და გეხუტებოდა.
უნიჭიერესი, უკეთილშობილესი და უჭკვიანესი. შენ იყავი და ხარ თავად ბედნიერება, ყველას შენს ირგვლივ აბედნიერებდი უბრალოდ შენი ახლოს ყოფნით. შენნაირ პოზიტიურ ადამიანს არ ვიცნობ და ვერც გავიცნობ ზუსტად ვიცი. სულ ცეკვაცდი, იცინოდი, მღეროდი, არასდროს არაფერი გეზარებოდა, ყველაფერს ასწრებდი, შენ იყავი ის, ვისაც არცერთი უარყოფითი მხარე და თვისება არ ჰქონდა, შენზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, აი ასეთი ანგელოზი დავკარგეთ შენი სახით სალომე უზომოდ ვამაყობ შენით, 20 წლის იყავი და ყველას უყვარდი, ეს ბევრს კი არა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია, თითით საჩვენებელი იყავი და ყველასთვის სამაგალითო. ყოველთვის ჩემს ფიქრებში და გულში იქნები სალომე, მინდა რომ კარგად იყო იქ სადაც ხარ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით“, - წერს დეაკო ძამაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია - NAEC
წყარო: www.facebook.com