Digest Logo

🎥 „აი, ჩემი და მისი მიმოწერა. შენიშვნას პირადი შეტყობინების გამოქვეყნებაზე არ მივიღებ“ - თამარ მაყაშვილი სკანდალში გაეხვა

1667144654
თამარ მაყაშვილი

გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”. 

სწორედ ეს გამონათქვამი გახდა საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი, რის გამოც მსახიობი დიდ სკანდალში გაეხვია და მას საჯაროდ სთხოვენ ბოდიში მოუხადოს აჭარელ მოსახლეობას.

თამარ მაყაშვილის წარმოთქმული წინადადებით უკმაყოფილოა ბლოგერი ედო ჯავახიძე, რომელმაც მსახიობთან დალაპარაკება სცადა, რის შემდეგაც პირადი მიმოწერის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

„მოკლედ, ტელეკომპანია იმედის ეთერში თამარ მაყაშვილმა თქვა ფრაზა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.

„იმედის“ ჟურნალისტებიც ძალიან გაერთნენ ამ ფრაზაზე. მივწერე თამარ მაყაშვილს პირადად, რასაც მის ამ სამარცხვინო ქცევაზე ვფიქრობდი და პასუხი კიდევ უფრო სამარცხვინო მივიღე. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს, საჯაროდ, აჭარლებს გვამადლის რაღაცებს. მოკლედ, აი, ჩემი და მისი მიმოწერა.

პ.ს ეს ადამიანი არის საჯარო პირი და მასთან მიმოწერაც მაქვს საჯარო თემაზე, ამიტომ შენიშვნას პირადი შეტყობინების გამოქვეყნებაზე არ მივიღებ“, - წერს ედო ჯავახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბოლო 10 წელი არაფერი მიყიდია ჰელოინისთვის... ვიდეოს ბოლოს ბიჭი მიყვარს, მინდა იცნობდეთ“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

🔵„იმდენი რამე მახსენდება... ნათელში იყოს შენი სული“ - ვინ გარდაეცვალა ნიკა ქავთარაძეს

🔵„უცებ მეუბნება - ქართველო, ხელი ხმალს იკარ! მეთქი, ბატონო?“ - რას წერს ქეთი ელიეშვილი