Digest Logo

„აი, ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიაზე

1640080295
ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მეუღლეს ირაკლი ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს. 

 

„ადამიანი, რომელთანაც 30 წელი გავატარე და მხოლოდ წელს, კიდევ ერთხელ, ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში და ვლაპარაკობდით სხვისთვის სიკვდილზე, სიცოცხლეზე, გმირობაზე, სულ ყველაფერზე და მათ შორის ჩვენს აკვიატებულ ერთმანეთთან მუდმივ დაბრუნებაზე, ომზე, ტკივილზე, და რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა, ხანდახან, ახლაც, წამით, ფიზიკურად ვგრძნობ ავტომატის ჯერს, მამაჩემს რომ გადაატარეს და მტკივაო.

ზუსტად ნატყვიარების ადგილას და წამითო, - წამის განსაზღვრა აუცილებელი იყო, რომ არ გამებედა ჭარბი თანაგრძნობა.

არც სიმთვრალეში ავიწყდება, რომ უკადრისია ცრემლი მოგვარო ვინმეს და ეს სიტყვა „მტკივა" ერთადერთხელ გამოვძალე ამდენი წლის განმავლობაში. ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და სიყვარულისთვის, ვისზეც გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ასეთ მომხიბლავს არავის ვიცნობ, ზურგის ქარს და ძლიერ იალქნებს ვუსურვებდი მხოლოდ და მეგონა ასეთი იქნებოდა სულ, სულ, სულ...

ვერაფერი შეცვლიდა და მით უმეტეს, გამოჩნდებოდა ვინმე მისი სრულად მომხელთებელი. აი, ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა. მოკლედ, გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადებისდღეა დღეს“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.

✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ღვთაება“ - ირაკლი მაქაცარიას რეაქცია საყვარელი ქალის ფოტოზე და ლიზა ჩიჩუას ახალი ფოტოები, რომელიც ინტერნეტს იპყრობს

🔵VIDEO: „ჩემი ჯადოსნური მორიელების გარემოცვაში ვარ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🔵VIDEO: როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა

🔵VIDEO: ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მშობლები და როგორი სახლი აქვს ტელეწამყვანს

🔵„განცდილი მარცხის“ შემდეგ უფრო მეტს ვცდილობდი - ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მომავალი სიდედრ-სიმამრი