Digest Logo

„აი, ეს არის ქალებზე ძალადობის სახე, წარმოუდგენელი სისასტიკე... ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს“ - ნინო წილოსანი

1682412104
ნინო წილოსანი

„ვარდისფერი მთვარე რენატა“ - ამ სახელითაა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ქალის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ის წერდა, რომ მისი ქმარი სისტემატურად ძალადობდა. ხმას კი იმის გამო ვერ იღებდა, რომ არ უნდოდა შვილის მამა ციხეში გაეშვა და მისთვის ცხოვრება დაენგრია

საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი რეტანა ბეგიაშვილის პოსტს ეხმაურება და წერს, რომ ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს.

„აი, ეს არის ქალებზე ძალადობის სახე, წარმოუდგენელი სისასტიკე, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით, მუდამ ვიბრძოლებთ და არ შევეგუებით.

ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს და მჯერა რომ მოძალადე სათანადოდ დაისჯება.

დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ფოტო, ბოლოს მივხვდი რომ თავად ამ ქალმა, სწორედ სხვა ქალების დასაცავად გადადგა ეს ნაბიჯი. ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მას“, - წერს ნინო წილოსანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„შოფინგით და ძვირად ღირებული სასტუმროებით მანებივრებს“ - ვინ არის კაცი, რომელიც კესარია აბრამიძესთან ერთად დუბაიში ისვენებს

🔵ჰყავს თუ არა კრისტი ყიფშიძეს მეგობარი მამაკაცი - მოდელი გამომწერებს პასუხობს

🔵რატო არ თხოვდება ბაბი კირკიტაძე - რას, ან ვის ელოდება მომღერალი?