Digest Logo

„აი, რა მოსავალი მოაქვს ფეხბურთს ქვეყნისთვის“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

1719394305
ნათია ფანჯიკიძე

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ქართულ ენაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

კლუბის Facebook- ანგარიშზე გამოქვეყნდა ქოჩორაშვილის ფოტო, რომელსაც დღევანდელი თამაშის ანონსი და ქართულად გაკეთებული წარწერა დაურთეს: „ჩვენ შენთან ვართ, საქართველო“, შემდეგ კი უკვე ესპანურად ქოჩორაშვილს წარმატება უსურვეს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა:

„აი, რა მოსავალი მოაქვს ფეხბურთს ქვეყნისთვის - ჩვენს ბიჭებს თავიანთი ევროპული გუნდები გულშემატკივრობენ, შესაბამისად იმ ქვეყნების ფანები, სადაც ისინი თამაშობენ.

ფეხბურთის ფანების რაოდენობა კი მოგეხსენებათ, პლანეტის ძირითადი მოსახლეობაა. ასე ვხდებით დაჩქარებული წესით მსოფლიო მოქალაქეები.

ქოჩორას ქართულად უწერს თავისი გუნდი გასამხნევებელ სტატუსებს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ!“ - „დავარაშვილის კლინიკა“ პატარა გიო ხუციშვილის ფოტოს ავრცელებს

„სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, მორიგი უფლის წყალობა და ახალი მიკერებული ცხვირი“ - ლადო ბურდული ავარიაში მოყვა

„დამიწყევლიხარ კაცთა უსასტიკესი წყევლით, საწყალობელ იქმენ უბადრუკო“ - ვის წყევლის დათო ლიკლიკაძე?