Digest Logo

🎥 „აი, ვიდეო, სადაც მკვლელის მამა ბუტა რობაქიძის დედას დაჭერით ემუქრება...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნინო მიქიაშვილი

1744140302
ბუტა რობაქიძის დედა

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდა. მან მისი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ განსაკუთრებით დიდი დანაშაული მიუძღვის „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ საპატრულოს უფროსს მიქაძეს, რომლის აზრითაც, „სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტამ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა პატრულის მიერ გასროლა“. 

გარდა ამისა, საქვეყნოდ ცნობილია, რომ იმ პერიოდში თავად ია მეტრეველსაც ემუქრებოდნენ, რისი ამსახველი კადრები ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გაავრცელა:

„აი, ვიდეო, სადაც მკვლელის მამა ბუტა რობაქიძის დედას დაჭერით ემუქრება.

კერძოდ, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამა ემუქრება ამირან (ბუტა) რობაქიძის დედას, ქალბატონ ია მეტრეველს.

ვიდეო გადავიღე 2016 წლის 25 მარტს, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან - კორტების საქმის განხილვა მიმდინარეობდა იმ დღეებში და ეს ვიდეოკადრები სხდომის დასრულების შემდეგ გადავიღე.

იმ დღეებში ცოცხალ კორიდორს აწყობდნენ და ვაზაგაშვილებთან ერთად ვინც იყო ყველას ეძახდნენ მკვლელს და ბარიგას, ფიზიკურად ეხებოდნენ, მანდატურების თვალწინ (უკლებლივ ყველა ვიდეოკადრი შენახული მაქვს).

ამ კონკრეტული ვიდეომასალას ვაქვეყნებ იმათთვის, ვისაც გიკვირთ ნაცლიბერალური კომენტარები - აგერ, ამ ვიდეომასალაში პირდაპირ ემუქრებიან გაუბედურებულ ადამიანს“, - წერს ნინო მიქიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“- რა წერია დღიურში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირს ეკუთვნის

„ჩემი ძმის შვილის ქორწილი იყო, თამადა ვიყავი... რომ გავიგე ეს ამბავი, მივატოვე იქაურობა და წამოვედი თბილისში“ - ბადრი ვადაჭკორია 9 აპრილს იხსენებს

ია დუდაშვილი შვილების ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „უსაყვარლესი ბავშვები“