Digest Logo

„აირჩიეთ ის, რაც გაკმაყოფილებთ და არა ის, რასაც საზოგადოება გკარნახობთ, იყავით თავისუფალი“ - თათა გიორგობიანი ქალებს 8 მარტს ულოცავს

1741453209
თათა გიორგობიანი

დღეს, 8 მარტს, საქართველოში ქალთა დღე აღინიშნება.

ქალებისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული დღესასწაული მანდილოსნებს სოციალურ ქსელში მომღერალმა, ფსიქოლოგმა თათა გიორგობიანმა მიულოცა:

„ძვირფასო ქალებო, გილოცავთ ქალთა დღეს!🥰🌹👇🏼

🌹 გისურვებთ ფლობდეთ თქვენს ძალას - იყოთ თან ნაზი და თან შეუპოვარი !

🌹 იბრძოლეთ ფინანსური დამოუკიდებლობისთვის, რათა არასდროს მოგიწიოთ ცუდ მდგომარეობაში ყოფნა ფინანსური დამოკიდებულების გამო; ისწავლეთ ბიზნესი, ინვესტირება, დაზოგვა ა.შ.

🌹 შემოიკრიბეთ წარმატებული და კეთილი ადამიანები თქვენს ირგვლივ, რომლებთან ურთიერთობაც არ გძაბავთ, გსიამოვნებთ და პიროვნულად გზრდით.

🌹 დააწესეთ საზღვრები დანაშაულის განცდის გარეშე - ისწავლეთ „არას“ თქმა, რაც თვითპატივისცემის ნიშანია და არა ეგოიზმის.

🌹 შრომისმოყვარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოლაპარაკება, დიპლომატია, ემოციების მართვა, ურთიერთობები და საკუთარი თავის პოზიციონირება - ასეთივე გადამწყვეტია.

🌹 მიანიჭეთ პრიორიტეტი თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას - თერაპია, თავის მოვლა და დასვენება არ არის ფუფუნება; ისინი აუცილებლობაა ! ძლიერი გონება თქვენი ყველაზე დიდი ქონებაა.

🌹 აირჩიეთ ის, რაც გაკმაყოფილებთ და არა ის, რასაც საზოგადოება გკარნახობთ.
იყავით თავისუფალი და ოპტიმისტი !

🌹 ისწავლეთ მცირე დეტალებით ტკბობა! ყველაზე უინტერესო და მოსაბეზრებელი საქმეების დროსაც კი იმხიარულეთ, ჩართეთ მუსიკა, იცეკვეთ, იმღერეთ. გაუშვით სამყაროში მადლიერება ყველა ნივთისთვის, ყველა უნარისთვის, ყველა მზის სხივისთვის…

🌹 ნუ დაელოდებით სხვის კარგად ან ცუდად ყოფნას, რაიმეს მიღწევას, თანხის ან ნივთების დაგროვებას, ბავშვების გაზრდას, წყენის პატიებას და ა.შ. ისიამოვნეთ ახლა და აქ!

იყავით საკუთარი ბედნიერების წყარო და შემოქმედი ! ისიამოვნეთ ცხოვრებით საკუთარი პირობებით - ნუ დაელოდებით სხვის ნებართვას, რომ იყოთ ბედნიერი!“, - წერს თათა გიორგობიანი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tata Giorgobiani (@tatagiorgobiani__)

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დღეს მისი გარდაცვალების დღეა“ - ლაშა ღლონტი გოგი დოლიძეს იხსენებს

„8 მარტს გილოცავთ“ - შორენა ბეგაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „ავად არასდროს ვყოფილვარ... რასაც ადამიანებს ვასწავლი, ჯერ ჩემს თავზე ვცდი“ - ბლიცინტერვიუ არუნ ხათრისთან