თამო ვაშალომიძე ცნობილი ქართველი ფოტომოდელი, მსახიობი, ბლოგერი და ბიზნესს ლედია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება თავდაპირველად თამამი ფოტოსესიებით და სამოდელო კარიერით მიიპყრო.
თამო ამჯერად, სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ აკადემიას აკეთებს, სადაც ადამიანებს სხვადასხვა კურსის გავლა შეეძლებათ:
„აკადემიას ვაკეთებ. იქნება ძალიან ბევრი განხრით სწავლება. ერთ-ერთი იქნება სამოდელო სფერო, ბიზნესი, მაკიაჟი და ა.შ. ძალიან ბევრი კარგი კურსი იქნება. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მყოლოდა ძალიან კარგი მასწავლებლები და ასევე გაცვლითი პროგრამები, როგორც იტალიაში, ასევე კორეაში.
როდესაც დავწერე, რომ აკადემიას ვაკეთებ-თქო, ძალიან ბევრმა მომწერა: „შენ განათლება არ გაქვს, არაფერი არ გაქვს და ვის რა უნდა ასწავლოო“. მეგობრებო, მე არავის არაფერი არ უნდა ვასწავლო, მე მაქვს უბრალოდ იმის შნო, კონტაქტები ძალიან კარგად გამოვიყენო, იმისთვის, რომ თქვენი ოცნებები რეალობად იქცეს. მაქვს ამის პოტენციალი“, - ამბობს თამო ვაშალომიძე გავრცელებულ ვიდეოში.
მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 პროექტ „გამომყევი აჭარაში“ გუგა გიორგობიანმა გაიმარჯვა და 150 000 ლარი მოიგო